ია ფარულავა - "ჩე­მი ტა­რი­ე­ლი გა­გიჟ­და და კი­ნა­ღამ აა­ყი­რა­ვა მა­გი­დე­ბი"

ია ფარულავა - "ჩე­მი ტა­რი­ე­ლი გა­გიჟ­და და კი­ნა­ღამ აა­ყი­რა­ვა მა­გი­დე­ბი"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა­ა. მი­სი თქმით, ხალ­ხის ყვე­ლა­ზე დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი პრო­ექ­ტმა "ნი­ჭი­ერ­მა" მო­უ­ტა­ნა:

- 1989 წლი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, მქონ­და გა­და­ცე­მა "პუნ­ქტუმ, კონ­ტრა პუნ­ქტუ­მ", მე­რე იყო "ჩე­მი მშვე­ნი­ე­რი ლე­დი", სე­რი­ა­ლე­ბი, "დღის შო­უ", "ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბის კლუ­ბი" და ჟი­უ­რი "ფლეშ მობ­ში", "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და ა.შ. მაგ­რამ ხალ­ხის ყვე­ლა­ზე დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი "ნი­ჭი­ერ­მა" მო­მი­ტა­ნა. არ ვი­ცი, რა მოხ­და.

- ალ­ბათ, ამას იმა­ნაც შე­უწყო ხე­ლი, რომ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნი­დან გათხ­ოვ­დით...

- ძა­ლი­ან ბევრს დად­გმუ­ლი ეგო­ნა ჩე­მი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა. ფიქ­რობ­დნენ, რო­გორც კი დამ­თავ­რდე­ბო­და "ნი­ჭი­ე­რი", ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბაც დას­რულ­დე­ბო­და, რა­ზეც ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა. ტა­რი­ე­ლის გა­მოს­ვლა სცე­ნა­ზე ვი­ზა­ჟისტ ოლ­გა სპი­რი­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. მას ვუთხ­ა­რი, დღეს ტა­რი­ე­ლი აპი­რებს, ცო­ლო­ბა მთხო­ვოს-­მეთ­ქი. აი, რას ნიშ­ნავს, რო­ცა ძლი­ე­რი გუნ­დის წევ­რი ხარ, ოლ­გამ იქ­ვე "მოტ­ვი­ნა", რომ მო­ე­ძებ­ნათ ტა­რი­ე­ლი, მო­ე­ლა­პა­რა­კა პრო­დიუ­სე­რებს და 5 სა­ათ­ში და­ი­გეგ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­ცო­დი, რომ ხე­ლის თხოვ­ნას აპი­რებ­და, მაგ­რამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს სცე­ნა­ზე მოხ­დე­ბო­და. რო­ცა გა­და­ცე­მას და­ვას­რუ­ლებ­დი, ის ცო­ლო­ბას შე­მომ­თა­ვა­ზებ­და, თუ უარს მი­ი­ღებ­და, ჩემს მო­ტა­ცე­ბას და ქა­რელ­ში წაყ­ვა­ნას აპი­რებ­და.

- ე.ი. მო­ტა­ცე­ბას გა­დარ­ჩი?

- ტა­რი­ელ­მა რა­მე თუ მო­ინ­დო­მა, უკან არ და­ი­ხევს. მეც მომ­წონ­და ტა­რი­ე­ლი, მაგ­რამ მა­ინც ვერიდები ხოლმე ნაჩ­ქა­რევ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, ჯერ უნ­და გა­ვიც­ნო ადა­მი­ა­ნი და ა.შ. ტა­რი­ელ­მა კი და­აჩ­ქა­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახ­ლა ვეცნობით ერ­თმა­ნეთს.

- კონ­ფლიქ­ტი არას­დროს მოგ­სვლი­ათ?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, თა­ნაც დამ­ყო­ლი ადა­მი­ა­ნი­ა. სა­დაც დავ­დი­ვარ, ტა­რი­ე­ლი ხათ­რით ყველ­გან მომ­ყვე­ბა, რად­გა­ნაც ვე­უბ­ნე­ბი, რომ მარ­ტო არ მინ­და წას­ვლა. ორ­ჯერ გვქონ­და მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა: ერ­თხელ "სვეც­კი" სუფ­რი­დან გა­მექ­ცა ჩე­მი მატრაკ­ვე­ცო­ბის გა­მო. მე­ო­რე შემ­თხვე­ვაც რეს­ტო­რან­ში მოხ­და, გორ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვით ერ­თ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­დაც მომ­ღერ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა მოგ­ვე­წო­ნა და ვთხო­ვეთ, წას­ვლის წინ ერ­თხე­ლაც ემ­ღე­რა, მან კი რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა. ამა­ზე ჩე­მი ტა­რი­ე­ლი გა­გიჟ­და, კი­ნა­ღამ აა­ყი­რა­ვა მა­გი­დე­ბი - აქ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რში რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი დგას, მავ­თულ­ხლარ­თე­ბი მო­ცო­ცავს, ოკუ­პან­ტე­ბი დგა­ნან და ეს რუ­სულ სიმ­ღე­რას რო­გორ მღე­რი­სო... ერ­თხელ ერ­თი რუ­სუ­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე წა­ვიყ­ვა­ნე და ძა­ლი­ან შე­წუხ­და - აქ­ვე, გმირ­თა მო­ე­დან­ზე, გმი­რე­ბის მე­მო­რი­ა­ლია და აქ კი­დევ ჩვენ რუ­სულ სიმ­ღე­რებ­ზე ვერ­თო­ბი­თო. სა­ოც­რად პატ­რი­ო­ტია. გა­მი­მარ­თლა, ასე­თი ბი­ჭი რომ შემ­ხვდა და ტა­რი­ელ­საც გა­უ­მარ­თლა ჩემ­ნა­ი­რი ცო­ლი რომ შეხ­ვდა (იცინის).

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყო თქვე­ნი ქმრის და­ბა­დე­ბის დღე, რა სი­ურ­პრი­ზი მო­უწყ­ვეთ?

- ტა­რი­ე­ლი და დე­და­მი­სი ერთ დღეს არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ დე­და­მის­თან აღ­ვნიშ­ნეთ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად. ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა მინ­დო­და, მაგ­რამ ბო­ლოს ასე გა­დავ­წყვი­ტეთ. 15 წე­ლი­ა, ტა­რი­ე­ლი დე­დას­თან ერ­თად არც ახალ წელს შეხ­ვედ­რია და არც და­ბა­დე­ბის დღე აღუ­ნიშ­ნავს, რად­გან ის გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, დე­და­მი­სი კი - სა­ბერ­ძნეთ­ში.

- რო­გორც ვი­ცი, "რუს­თა­ვი 2-ზე" ახა­ლი გა­და­ცე­მა იწყ­ე­ბა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც თქვენ იქ­ნე­ბით. რო­დი­დან გა­ვა გა­და­ცე­მა ეთერ­ში?

- იყო ამა­ზე ლა­პა­რა­კი, ეს უნ­და იყოს გა­და­ცე­მა ექი­მებ­ზე, ამე­რი­კუ­ლი შო­უს ანა­ლო­გი­ა, რო­მე­ლიც ცოცხ­ა­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე მიჰ­ყავს წამ­ყვანს და ორ ექიმ მა­მა­კაცს. ახალ პრო­ექ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ დაგ­ვიწყ­ი­ა, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბას ვი­ღებ, რო­მე­ლიც უფ­რო მომხიბლავს, იმას ავირ­ჩევ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ექტს, ეს ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­ცე­მა­ა, რად­გან ჩე­მი მხრი­დან დიდ სა­მუ­შა­ოს არ მო­ითხ­ოვს. რო­გორც გინ­დათ, ისე გა­მი­გეთ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბა არ მინ­და. რე­ი­ტინ­გებ­ზე, სტუმ­რებ­სა და თე­მებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნერ­ვე­ბი არ მაქვს. ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მინ­და, ნაკ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბა რომ დამ­ჭირ­დე­ბა (ი­ცი­ნის).

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება