ყურმოჭრილი, ხელებგახვრეტილი და ნაწამები "ავტომაიდნის" გაუჩინარებული ლიდერი

ყურმოჭრილი, ხელებგახვრეტილი და ნაწამები "ავტომაიდნის" გაუჩინარებული ლიდერი

"ავტომაიდნის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ბულატოვი, რომელიც 22 იანვრიდან დაკარგულად ითვლებოდა, დღეს ბორისპოლის რაიონის სოფელ ვიშენკიში გამოჩნდა.

როგორც თვითონ ბულატოვმა განაცხადა, უცნობი პირები მას ცემდნენ, აწამებდნენ, ყური მოაჭრეს, ხელები გაუხვრიტეს. მისი თქმით, გამტაცებლების ვინაობა მისთვის უცნობია, თუმცა შეამჩნია, რომ ისინი რუსული აქცენტით საუბრობდნენ. ხანგრძლივი წამების შემდეგ ბულატოვი გზაზე გამოიყვანეს და მანქანიდან გადმოაგდეს, რის შემდეგაც ის სოფელ ვიშენკიდან თავის მეგობრებს დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ "ავტომაიდნის" აქტივისტებმა დიმიტრი ბულატოვის გაუჩინარებაზე განცხადება 23 იანვარს გააკეთეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა