თაკო ჩორგოლაშვილს ჯერჯერობით ბავშვის გაჩენა არ უნდა

თაკო ჩორგოლაშვილს ჯერჯერობით ბავშვის გაჩენა არ უნდა

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტი და "იმედის დილის" ჟურნალისტი თაკო ჩორგოლაშვილი ორ წელზე მეტია გათხოვილია. მისი მეუღლე კალათბურთელი რეზი დიდია გახლავთ. რეზი ქუთაისის კალათბურთის გუნდში თამაშობს, წყვილს სხვადასხვა ქალაქში უწევს ცხოვრება. სიშორით გამოწვეულ გრძნობებზე თაკოს ინტერვიუში ვესაუბრეთ, ამასთან, პროექტში მოგებული მანქანის ბედითაც დავინტერესდით.

- დავუბრუნდი ჩემს საქმეს, რომელიც 4 თვის განმავლობაში ძალიან მენატრებოდა და "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო, ფაქტობრივად, მიტოვებული მქონდა. სწავლას ვაგრძელებ ჟურნალისტიკის კუთხით ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში. "იმედი" ჩემთვის მეორე სახლია, როცა დროის დიდ ნაწილს ერთ ადგილას ატარებ, გასაკვირი არ არის, რომ იქაურობა ძალიან გიყვარდეს.

- რა სირთულეებს ხვდები პროფესიული თვალსაზრისით?

- ზოგადად, ღია ეთერში მუშაობა ადვილი არ არის, ზოგჯერ იპარება ლაფ-სუსები, შეიძლება, ერთი სიუჟეტი უფრო კარგი გამოგივიდეს, ვიდრე მეორე, რაც სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ ჩემთვის რთული და სასაცილო იყო ის პერიოდი, როცა "იმედში" მივედი. ისე მოვხვდი ტელევიზიაში, არაფერი ვიცოდი, კასტინგზე ორი სიტყვა ვთქვი და დამირეკეს, ეთერში შედიხარო, მაშინ, როცა კამერა თვალით არ მქონდა ნანახი. თავიდან ეთერში ისეთ რაღაცებს ვამბობდი, ოპერატორიდან დაწყებული, შემოქმედებითი ჯგუფით დამთავრებული, ყველა შოკში ვარდებოდა (იღიმის). კამერა რომ ირთვებოდა, ვიზუალზე, კაბაზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე სათქმელზე. მერე კი მივხვდი, რომ მთავარია, იფიქრო სათქმელზე და შემდეგ - გარეგნობაზე, თან კამერასაც შევეჩვიე, ყურადღებაც მოვიკრიბე და გამოცდილებაც დამიგროვდა.

იურიდიულზე რომ ჩავაბარე, მეოთხე კურსიდან მეორეზე მხოლოდ იმიტომ ვფიქრობდი დაბრუნებას, რომ პიარის შესწავლა გადავწყვიტე, სულ ძიების პროცესში ვიყავი. მაგრამ ტელევიზიაში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მომწონს.

- რაც შეეხება პრიზს, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღე, უკვე დადიხარ მოგებული მანქანით?

- ჯერ არა, რადგან გადმოფორმება ვერ მოვახერხე. ფინალის დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, სიცხიანი ვცეკვავდი, მერე მდგომარეობა ისე გამირთულდა, რომ ათი დღის განმავლობაში შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. როცა გამოვკეთდი, საქმეს შევუდექი და მართლა ვერ მოვიცალე ამ ფორმალობისთვის, თანაც, გარდა ამისა, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, დავიტოვებ მანქანას თუ გავყიდი.

- რაც შეეხება შენს მეუღლეს, ქუთაისში რომ უწევს დიდი დროის გატარება, არ გიჭირთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა?

- კი, ძალიან, ერთადერთი პრობლემა გვაქვს ოჯახში - რეზი როდის ჩამოვა. ჩამოსვლისას, იმის მაგივრად, რომ მივესალმო, ჩემი პირველი კითხვაა - როდის მიდიხარ? ხშირად მეუბნებიან, სიშორე ურთიერთობებს ამყარებსო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამაში კარგი არაფერია. ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება