მოსკოვში შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსწავლეები მძევლად აიყვანა

მოსკოვში შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსწავლეები მძევლად აიყვანა

მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც მოსწავლეები მძევლად აიყვანა, სკოლის დაცვას კი ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Russia Today ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

თავდამსხმელი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მამაა. მან მძევლად აიყვანა საკლასო ოთახში მყოფი 20-ზე მეტი მოსწავლე.

ამასთან, სკოლაში მყოფი დანარჩენი მოსწავლეები და მასწავლებლები შენობიდან ევაკუირებული არიან.

Russia Today-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის თავდამსხმელს მოთხოვნები არ წამოუყენებია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა