აშშ-ის ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

აშშ-ის ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

3 თებერვალს, შავი ზღვის აკვატორიაში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა. სავარაუდოდ, Arleigh Burke-ის კლასის საესკადრო ნაღმოსანი USS Ramage და საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდი Mount Whitney გეზს სოჭისკენ აიღებენ. ორივე ხომალდის ბორტზე 600-მდე ამერიკელი საზღვაო ქვეითი იმყოფება.

ამავდროულად ვრცელდება ინფრომაცია, რომ სოჭამდე ხომალდები უკრაინის სანაპიროსკენ გაემართებიან.

ინფორმაცია შავ ზღვაში ამერიკული ხომალდების შესაძლო შემოსვლის შესახებ 20 იანვარს გავრცელდა. მაშინ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების სფეროში რუსული მხარისთვის დახმარების გაწევის მიზნით და მოსკოვისგან შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ამერიკა მზადაა სოჭის ნაპირებისკენ ხომალდები გაგზავნოს.

საესკადრო ნაღმოსანი USS Ramage აშშ-ს ფლოტში 1995 წლიდან იმყოფება. 154 მ-ის სიგრძის ხომალდის არსენალში ფრთოსანი, საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, საარტილერიო დანადგარი, ტორპედოები და შვეულმფრენი შედის. რაც შეეხება ფლაგმანს "მაუნტ უიტნის", ის მე-6 ფლოტის საკომანდო ხომალდია და იტალიაში ბაზირებს. 2008 წელის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ხომალდმა ფოთში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა.

ტერორისტული აქტების საშიშროების გამო, სოჭის ოლიმპიადას მსოფლიო სიფრთხილით უყურებს. ამერიკელი სპორტსმენების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფომ კერძო კომპანია Global Rescue დაიქირავა, რომელმაც ყველაფერთან ერთად სპორტსმენების ევაკუაციის გეგმა შეიმუშავა.

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს დაიწყება და 23 რიცხვამდე გაგრძელდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ news.rambler.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე