''ნანი ნატალიას მიმართ ბევრად უფრო დნება, ვიდრე ჩემ მიმართ...''

''ნანი ნატალიას მიმართ ბევრად უფრო დნება, ვიდრე ჩემ მიმართ...''

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ეკა მამალაძე ახლაც ამბობს, დღემდე დედაჩემის, ნანი ბრეგვაძის ჩრდილქვეშ ვარო, მაინც მოახერხა და საკუთარი სიტყვა თქვა ქართულ ესტრადაზე. დღეს მისი ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე საოპერო განხრით სწავლობს, უფროს თაობას უხარია მისი ასეთი გადაწყვეტილება, მეტიც, თურმე ქალბატონი ნანის ოცნება ოპერის მომღერლობა ყოფილა.

ეკა მამალაძეს ოჯახურ ურთიერთობებსა და სამორი ბალდესთან ერთად ჩაწერილ დუეტზე ვესაუბრეთ.

- გასული წლით კმაყოფილი ვარ. ჩემს ცხოვრებაში არანაირი ექსცესები არ ყოფილა, არაფერი ცუდი არ მომხდარა, ნატალიკოს წარმატებები ჰქონდა, დაამთავრა კონსერვატორიის ბაკალავრიატი და ჩააბარა მაგისტრატურაში.

- ახალი წლის ღამეს შეასრულეთ დუეტი სამორი ბალდესა და ''The Bearfox''-თან ერთად, საიდან დაიბადა სიმღერის ამ ვარიანტით შესრულების იდეა?

- სამი წლის წინ მივიღე მონაწილეობა აჩიკო გულედანის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, სადაც კოკა ნიკოლაძესა და ''The Forest''-თან ერთად სწორედ ამ ინტერპრეტაციით შევასრულე ეს სიმღერა. როდესაც აჩიკო საახალწლო კონცერტს ამზადებდა და ფიქრობდა, მონაწილეებს სხვადასხვა ჟანრის სიმღერები შეესრულებინათ, გაახსენდა ''ის აქ არის'' ეს ვერსია და გადაწყვიტა, კონცერტზე სამორისა და ''The Bearfox''-ის წევრებთან, ირაკლი მანჩხაშვილსა და მერაბ ნუცუბიძესთან ერთად შემესრულებინა. ყოველთვის მიხარია ახალგაზრდებთან მუშაობა, სამორის მიმართ სიმპათიით ვიყავი განმსჭვალული და ვფიქრობ, კარგი ნომერი გამოგვივიდა.

- სამორის მანამდე თუ იცნობდით?

- შორიდან, გამარჯობისა და მოკითხვის დონეზე. როცა ''იმედში'' მიწევდა მისვლა, იქ ვხვდებოდი ხოლმე.

- როგორი იყო მასთან მუშაობის პროცესი?

- გაგეცინება, მაგრამ სამორი კონცერტამდე მხოლოდ ორჯერ ვნახე, ჩვენ ცალ-ცალკე ჩავწერეთ სიმღერა, მე ჩემი პარტია ჩავწერე, მან და ''The bearfox''-მა დამოუკიდებლად იმუშავეს, მერე ეს ყველაფერი გააერთიანეს, ერთმანეთს კი გენერალურ რეპეტიციაზე ორჯერ შევხვდით.

- როგორ შეაფასა ქალბატონმა ნანიმ თქვენი ერთობლივი ნამუშევარი?

- დედაჩემს ექსპერიმენტების არასდროს ეშინოდა, ოღონდ ამ საკითხში დიდი სიფრთხილეა საჭირო, ოდნავაც რომ შეგეშალოს რამე, უკვე დიდ დაბრკოლებებს წააწყდები. დედა თავადაც არ ერიდებოდა მსგავს რისკზე წასვლას, გახსოვთ, ირაკლი ჩარკვიანთან ერთად რომ იმღერა ''მანას'' დაჯილდოებაზე? გრძნობდა ირაკლის პოტენციალს, ნიჭს, განსხვავებულობას და ამიტომ წავიდა ამაზე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება