რა ქონება დატოვა ნელსონ მანდელამ

რა ქონება დატოვა ნელსონ მანდელამ

იოჰანესბურგში, გარდაცვლილი სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ანდერძი გახსნეს. ანდერძის მიხედვით გაირკვა, რომ მანდელას 4.1  მლნ დოლარი ქონება დარჩა.

ქონება მანდელამ თავის ოჯახს, ქვეყნის მმართველ პარტიას - აფრიკის ნაციონალურ კონკრესს,  მის ყოფილ რამდენიმე თანამშრომელს და რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას დაუტოვა.

როგორც ჟურნალისტებს მოსამართლემ განუცხადა, მანდელას ოჯახი არ აპირებს ანდერძზე დავას.

მანდელას ქონებას შეადგენს იოჰანესბურგში არსებული ძვირადღირებული სახლი, მშობლიურ მხარეში არსებული უძრავი ქონება და ასევე საავტორო წიგნებიდან შემოსული შემოსავლები.

სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი  ნელსონ მანდელა 2013 წლის 5 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია svoboda.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა