სარა ჯესიკა პარკერი, შესაძლოა, Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდეს

სარა ჯესიკა პარკერი, შესაძლოა, Vogue-ის მთავარი რედაქტორი გახდეს

ანა ვინტურის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ჟურნალ Vogue-ის რედაქტორი, შესაძლოა, მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი გახდეს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

ამ ვერსიაში საღი აზრი დევს. თუნდაც იმიტომ, რომ ამ პროფესიას სარა ყურმოკვრით არ იცნობს - მან სერიალ "სექსი დიდ ქალაქში" ჟურნალისტი ქალის როლი შეასრულა, რომელიც "ვოგისთვის" წერს. სხვა მხრივ, ეს ერთადერთი გამოცდილებაა, რომელიც 48 წლის მსახიობს ჟურნალისტიკაში აქვს.

თავად სარა ჯესიკა პარკერი ახალი პროფესიის ათვისების შესახებ ჭორებს არ ადასტურებს. იგი სამ შვილს ზრდის და სამსახიობო საქმიანობით არის დაკავებული. მაგრამ სარა არ მალავს, რომ იგი ანა ვინტურთან მრავალი წელია მეგობრობს. შესაძლოა, სწორედ ამ მეგობრობით აიხსნება პოპულარული ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული მისი არაერთი ფოტო.

Vogue-ის წარმომადგენლები ჭორების უარყოფას არ ჩქარობენ. რედაქციაში ბევრი თვლის, რომ ასეთი ვარიანტი სრულიად შესაძლებელია. ვინტურს, რომელიც ჟურნალის რედაქტორის პოსტს უკვე მეოთხედი საუკუნეა იკავებს, არაერთხელ უთქვამს, რომ სარა ჯესიკა პარკერი Vogue-ის ტიპის პრიალა ჟურნალის ხელმძღვანელობისთვის ყველა აუცილებელ თვისებას ფლობს. ანა ვინტური 64 წლისაა და პენსიაზე გასვლას აპირებს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება