ირაკლი ნოზაძე ცოლს დაშორდა - ''ბოლომდე ვიყავი ყოფილი ცოლის გვერდით''

ირაკლი ნოზაძე ცოლს დაშორდა - ''ბოლომდე ვიყავი ყოფილი ცოლის გვერდით''

''ქუჩის ბიჭების'' წევრი ირაკლი ნოზაძე, რომელსაც ყველა პიკასოთი ვიცნობთ, ცოლს დაშორდა. გუშინ ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა. ''ხალხოო, მე ცოლს დაშორებული ვარ და გთხოვთ, ნუღარ მწერთ ამდენ კითხვას და ათას უბედურებას. რა გახდა ეს ჩემი დაშორება? ჯერ არავინ დაშორებია, თუ? მას თავისი ცხოვრება აქვს, მე-ჩემი. რატომ უნდა ვაგო პასუხი მის ქმედებებზე, ვაახ.'' ირაკლის მეუღლესთან დაშორებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართე.

- როგორც ვიცი, ელენე ქართველიშვილთან ერთად დაახლოებით რვა წელი ცხოვრობდით. გყავთ შვილი, ლუკა. რატომ დაშორდით ერთმანეთს?

- აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები აღმოვჩნდით.

- ეცადეთ ოჯახის გადარჩენას?

- მთელი გულით, სულით და არსებით ვეცადე.

- როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოახერხე?

- მე ალბათ სხვანაირად მესმის ოჯახი, მას - სხვანაირად.

- უთანხმოების მთავარი მიზეზი რა იყო?

- აზრთა სხვადასხვაობა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება