ჰიუ ჰეფნერს უარი უთხრეს

ჰიუ ჰეფნერს უარი უთხრეს

რამდენიმე კვირის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჰიუ ჰეფნერს "ფლეიბოის" გარეკანზე, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავის, მარგო რობის დაბეჭდვა სურდა. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ  87 წლის ჰეფნერის ამ სურვილს ასრულება არ უწერია. მსახიობმა უარი თქვა თამამ ფოტოსესიაზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში რობიმ განაცხადა, რომ მზად არ არის თავისი ოჯახის წევრები ისევ გააოგნოს - "ჩემმა ოჯახმა ისედაც ბევრი გადაიტანა", - თქვა მაშინ მსახიობმა. თუმცა, მან ისიც აღნიშა, რომ არ ნანობს ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად "საწოლის სცენაში" მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რობი ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად თამაშობს სკორსეზეს ფილმში "უოლ სტრიტის მგელი" (The Wolf of Wall Street).

სწორედ ამ ფილმით მიიქცია ჰიუ ჰეფნერის ყურადღება მარგო რობიმ.

ასევე იხილეთ: რა თანხა გადაუხადეს ლეონარდო დიკაპრიოს თავის ბოლო ფილმში

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება