ბიანკა ბალტი - ცნობილი იტალიელი მოდელი კავკასიური ფესვებით (+15 ფოტო)

ბიანკა ბალტი - ცნობილი იტალიელი მოდელი კავკასიური ფესვებით (+15 ფოტო)

29 წლის იტალიელი მოდელი ბიანკა ბალტი მამაკაცებს ულამაზესი ლურჯი თვალებით ატყვევებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ბიანკას დედა, მარია ბისე მარზანი აზერბაიჯანელია, მამა ბრუნო ბალტი კი იტალიელი. ბიანკა იტალიაში, ლომბარდიაში 1984 წლის 19 მარტს დაიბადა. მისი სიმაღლე 173 სანტიმეტრია, ხოლო პროპორციები: 80-58-86.

მას შთამბეჭდავი პორტფელიო აქვს - მისი ფოტოები დაბეჭდილა ისეთ გავლენიან ჟურნალებში, როგორიც არის "ვოგი", "Harper’s Bazaar", "Cosmopolitan", "Marie Claire", "ფლეიბოი". ის თანამშრომლობს მოდის სახლებთან - Roberto Cavalli, Donna Karan, Mango. ამასთან, ბიანკა 2005 წელს Victoria’s Secret-ის 2005 წლის გრანდიოზულ შოუში მიიწვიეს. 2011 წელს დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა ის Pirelli-ს კალენდრისთვის გადაიღო. 2012 წელს მონიკა ბელუჩისთან ერთად მოდის სახლ Dolce&Gabbana-ს სახე იყო.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მოდელი იტალიელ ფოტოგრაფ კრისტიან ლუციდიზე იყო გათხოვილი. მათ 2007 წელს ქალიშვილი, მატილდა შეეძინათ. წყვილი 2009 წელს განქორწინდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: ბიანკა ბალტი - ქალი, რომელიც მონიკა ბელუჩიმ ვერ დაჩრდილა

მომზადებულია healthyceleb.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება