მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ბავშვს ელოდებიან

მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ბავშვს ელოდებიან

მსახიობები მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი OK! წერს.

მილა კუნისის ორსულობის დამადასტურებელი სერიოზული არგუმენტები გამოცემას არ მოჰყავს. ინფორმატორმატორმა ჟურნალს შეატყობინა, რომ კუნისმა 4,5 კილოგრამი მოიმატა, გარდა ამისა, 23 იანვარს გადაღებულ ფოტოებზე მსახიობს გაზრდილი მუცელი ემჩნევა, რომლიც დამალვას კუნისი თავისუფალი ზედატანით ცდილობს.

"შავი გედის" 30 წლის ვარსკვლავი ამ დღეს სპორტდარბაზში სავარჯიშოდ იყო. ვარჯიშის შემდეგ იგი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. რაც შეეხება ტანსაცმელს, კუნისი მოტკეცილი შარვლებითა და ფართო ზედატანით ხშირად დადის. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩაცმულობას დიდ ყურადღებას არ უთმობს.

მომზადებულია OK!-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება