The Moscow Times - სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება

The Moscow Times - სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას 60 ქვეყნის მაღალჩინოსანი დაესწრება, მათ შორის იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, - ინფორმაციას ამის შესახებ "The Moscow Times" ავრცელებს.

"ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სოჭში ლეონიდ თიბილოვის გამოჩენა იქნება, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერის. რეგიონის, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მწვავე უთანხმოების წყაროა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როგორც თიბილოვის პრესმდივანმა განაცხადა, თიბილოვმა სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრების მიწვევა თავად პუტინისგან მიიღო. რა თქმა უნდა, ამას ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ბოიკოტი არ გაეწია სოჭის თამაშებისთვის", - წერს "The Moscow Times".

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მიუხედავად მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა.

სოჭში ჩასულ სტუმართა შორის ასევე იქნებიან გაერო-ს გენერალური მდივანი ბან გი მუნი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, თურქეთის პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პირველი პირი ალმაზბეკ ატამბაევი, იტალიის პრემიერი ენრიკე ლეტა და სხვა ლიდერები.

სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს და ოლიმპიადას არ დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის პრეზიდენტი იახიმ გაუკი და კანცლერი ანგელა მერკელი, ასევე ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ გაიხსნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა