გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა

გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულს დაშორდა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე ჭაჭუას ერთმანეთი უყვარდათ, გიგი გაჩეჩილაძემ ''ფეისბუქზე'' ნინი წიკლაურთან ერთად გადაღებული ფოტოები დადო. ფოტოებიდან ჩანდა, რომ წყვილი ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებდა. თუმცა გიგისა და ნინის ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შეყვარებულთან დაშორების ამბავი თავად გიგისგან შევიტყვეთ.

- არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, ნინი მიყვარს და ცოლად მომყავს-მეთქი. შეიძლება ითქვას, ჟურნალებმა დამაქორწინეს. მესმის, ასე რატომ მოხდა. ჯერ მე და სალომე დავშორდით, მერე გახდა ცნობილი, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი უყვარდათ და ჩემზეც რომ გაიგეს, სერიოზულად აღიქვეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ახალდაწყებული ურთიერთობა და ის ისე არ გამისერიოზულებია, როგორც ჟურნალ-გაზეთებსა და შოუებში ჩანდა. ჩვენ რაღაცებში ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავშორდით. ამით არანაირი კატასტროფა არ მომხდარა, ყველაფერი ჩვეულებრივად დამთავრდა.

- რამდენი ხანია, რაც ნინის დაშორდი?

- ზუსტი დრო ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ უკვე დიდი ხანია. როგორ სწრაფადაც დაიწყო ურთიერთობა, ისევე სწრაფად დამთავრდა.

- მასთან მეგობრობას ახერხებ?

- თუ ერთმანეთს ვხვდებით, ჩვეულებრივ ვურთიერთობთ, მაგრამ ძირითადად არ გვიწევს შეხვედრა. ის სხვა სფეროშია, მე სულ სხვა სფეროში ვარ.

- ნინი რა საქმიანობს?

- სწავლობს, ორივეს სხვადასხვა ინტერესი გვაქვს.

- იცი, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში?

- სიმართლე გითხრათ, ამის გაგებას არ ვცდილობ. ალბათ, ხდება რამე. მე ჩემი ცხოვრებით უფრო ვარ დაკავებული, ვიდრე სხვისი ცხოვრებით. წარსულს არ მივტირი და არ მაინტერესებს.

- დაშორების მიზეზი რა იყო?

- ალბათ ის, რომ ურთიერთობა ძალიან მალე დაიწყო სალომესთან დაშორების მერე. ალბათ კი არა, მართლა ასე იყო. სალომესთან დაშორების მერე ძალიან სწრაფად ჩავერთე სხვა ურთიერთობაში, ისე, რომ რასაც ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, იმ რაღაცებს ყურადღება არ მივაქციე. საბოლოოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს.

- რა არის შენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი?

- ძალიან ბევრი პრინციპი მაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც სხვას არ აქვს. მინდა, ჩემი ნათქვამი მკითხველმა კარგად გაიგოს. ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არაა ქართული მენტალიტეტი.

- გაქვს ურთიერთობა სალომე ჭაჭუასთან? გიორგი ვარდოსანიძეს შეხვედრიხარ?

- მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. სალომეს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, საქმესთან დაკავშირებით. ახლა შეიძლება, უფრო მოგვიწიოს ურთიერთობამ, რადგან მისი კლუბი ჩვენს ფედერაციაში შემოდის. ფედერაციის დირექტორი ჯერჯერობით მე ვარ და არჩევნებზე რა მოხდება, არ ვიცი. გიორგისთან კი არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება