ჩინეთში პიროტექნიკასთან დაუდევარი მოპყრობის გამო ერთ კვირაში 43 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში პიროტექნიკასთან დაუდევარი მოპყრობის გამო ერთ კვირაში 43 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში ჩუნცზეს (ახალი წელი მთვარის კალენდრით) შვიდდღიანი ზეიმის დროს, პიროტექნიკასთან დაუდევარი მოპყრობის შედეგად, 43 ადამიანი დაიღუპა. ასეთი სტატისტიკა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ადამიანების უმეტესობა ხანძარს ემსხვერპლა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის გამო გაჩაღდა. ხოლო, არასანქცირებული ფოიერვერკებისგან ინფრასტუქტურას 8,4 მლნ დოლარის ზარალი მიადგა.

ფოიერვერკების გაშვება - ჩინეთში ტრადიციული ეროვნული გართობაა. მართალია ქვეყნის მთავრობა ამ "ცეცხლოვანი შოუების" ჩატრების აკრძალვის შესახებ მითითებას ყოველწლიურად აქვეყნებს, ჩინელები პიროტექნიკურ წარმოდგენებს საკუთარი სახლის ეზოებში, ოფისებთან და საფეხმავლო გზებზე აწყობენ.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა