ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სოჭში ჩავლენ - რუსული მედია

 ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სოჭში ჩავლენ - რუსული მედია

ვარსკვლავური წყვილი, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სოჭში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საიტები ავრცელებენ.

ჯოლი და პიტი ოლიმპიურ ქალაქში რამდენიმე დღით დარჩებიან. ისინი რუსეთში კერძო ვიზიტით მიემგზავრებიან.

”დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავები მოსკოვიდან სოჭში მოფრინავენ”, - აღნიშნა წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. არ არის გამორიცხული, პიტი და ჯოლი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიასაც დაესწრონ.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს, მოსკოვის დროით, სიმბოლურად  20:14 სთ-ზე დაიწყება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა