სოჭში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო

სოჭში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო

სოჭი მზადაა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისთვის. გაიხსნის ცერემონია ადგილობრივი დროით, სიმბოლურად 20:14 დაწყო და სტადიონ "ფიშტზე" იმართება. ცერემონიის ხანგრძლივობა 160 წუთია. მასში მონაწილეობას 3 000 არტისტი და 2 000 მოხალისე იღებს. წარმოდგენის შემდეგ სოჭის ცას გრანდიოზული ფოიერვერკი გაანათებს.

სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა