ბარაკ ობამა- პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა

ბარაკ ობამა- პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პრაგმატული და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა პირმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ურთიერთობას გაყინულს ვერ ვუწოდებდი. ურთიერთშეხვედრების დროს უამრავი საკითხის განხილვა ხდება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და იუმორია. პუტინი ყოველთვის უაღრესი პატივისცემით მეპყრობოდა", - განაცხადა ბარაკ ობამამ ინტერვიუს დროს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მყოფ აშშ-ის ოფიციალურ დელეგაციაში ორი ჰომოსექსუალი სპორტსმენის შეყვანა იმის ხაზგასხმა იყო, რომ აშშ-ი ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდის.

"ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების განსჯა მხოლოდ მათი მიღწევებით შეიძლება. სპორტსმენების შედეგები არ უნდა იყოს დამოკიდებული მათ წარმომავლობაზე, იმაზე თუ ვის ჰგვანან, ვინ უყვართ. ოლიმპიური თამაშების სული სწორედ ამაში მდგომარეობს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა