ნატა გულიაშვილს მარკუს მეტრეველთან რომანი აქვს?

ნატა გულიაშვილს მარკუს მეტრეველთან რომანი აქვს?

მსახიობ ნატა გულიაშვილს ბოლო დროს მარკუს მეტრეველთან ხშირად ნახავთ. ნატა და მარკუსი ყოველ საღამოს თითქმის ერთად ატარებენ, მათი ხილვა სხვადასხვა ღამის კლუბში შეგიძლიათ. შესაბამისად, გაჩნდა ჭორებიც, რომ მათ შორის რაღაც გრძნობები გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ნატა ხშირად არის მარკუს მეტრეველის კონცერტების წამყვანი. "ამბები. გე"-მ ფოტოებიც მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ ნატა და მარკუსი ძალიან კარგად გრძნობენ ერთად თავს. "ამბები.გე" ნატა გულიაშვილს დავუკავშირდა.

- ნატა, ამ ბოლო დროს ხშირად გხედავენ მარკუს მეტრეველთან ერთად, ამის ამსახველი ფოტოებიც მოვიპოვეთ, რა ურთიერთობა გაქვთ?

- საიდან მოიპოვეთ ეს ფოტოები? მე და მარკუსი უბრალოდ მეგობრები ვართ, სხვა ურთიერთობა არ გვაქვს. მხოლოდ საქმე და მეგობრობა გვაკავშირებს.

- გვაქვს ფოტოები, რომელიც საკმაოდ პიკანტურია...

- მე და მარკუსი ვთანამშრომლობთ, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა წვეულებებზე და ეტყობა ამ წვეულების დროს არის გადაღებული თქვენს მიერ მოპოვებული ფოტოები. მარკუსი კარგი ადამიანია, მომწონს მისნაირი ბიჭები, მოწესრიგებულია, სიმპათიური, ვაჟკაცური აღნაგობის, ძალიან მიყვარს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. სხვას ვერაფერს ვიტყვი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება