ამერიკაში საიდუმლოდ გაკეთებული ოპერაცია და მოულოდნელი დიაგნოზით შეცვლილი ცხოვრება

ამერიკაში საიდუმლოდ გაკეთებული ოპერაცია და მოულოდნელი დიაგნოზით შეცვლილი ცხოვრება

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს ცოტა ხნის წინ ცხოვრებაში საკმაოდ რთული ეტაპი ჰქონდა.. ერთ დღეს ყელთან საეჭვო რამ შენიშნა, ექიმთან მისვლისა და ბიოფსიის შემდეგ კი არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს და ქირურგიული ჩარევა ურჩიეს. ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჯახის წევრებისგან შორს გაიკეთა... საბედნიეროდ, დღეს კარგადაა, თუმცა რეაბილიტაციის კურსი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და საზღვარგარეთ გამგზავრება ოპერაციის შედეგების გადასამოწმებლად კვლავ მოუწევს.

- ეკა, როგორ ხარ?

- კარგად... სიმართლე გითხრა, ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა. ეკა ხოფერიას გადაცემაშიც იმიტომ გადავწყვიტე მისვლა და ყველაფრის მოყოლა, რომ ამ საკითხზე გაუთავებლად ლაპარაკი არ მინდოდა. მერე რაღაცებს ამატებენ, აკლებენ, აფორმებენ და ა.შ. იმისათვის, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო, თავად მოვუყევი ხალხს ჩემი ამბის შესახებ...

- რეაბილიტაციის პერიოდიც გაიარე უკვე?

- არა, კიდევ მომიწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და კურსის ჩატარება.

- ამ პრობლემის შემდეგ ალბათ, ადამიანებთან ურთიერთობებიც გადააფასე.

- არამარტო. ყველაფერი გადავაფასე. მეგობრები თან გადამყვნენ, ამ თვალსაზრისით არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ამერიკაში ჩემს ექიმს, ქართველ ებრაელს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და მის მეუღლეს, რომლებმაც ისეთი რაღაცები გამიკეთეს, რასაც ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრს თუ გაუკეთებს ადამიანი. ყოველდღიურ რეჟიმში მკითხულობენ, ერთი სული აქვთ, როდის ჩავალ, ერთ წელიწადში მიწევდა გამგზავრება, მაგრამ ჩემი ექიმი თავის მეუღლე ანუშკას ეუბნებოდა, ეკას უთხარი, 10 თვეში ჩამოვიდესო. უნდათ, ძალიან მალე ვესტუმრრო.

- თან შენი შვილი, ნოდარიც იქ სწავლობს.

- დიახ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამერიკაში წასვლა და ოპერაციის იქ გაკეთება, ძნელია, როცა მიდიხარ სულ უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ გყავს. ამ შემთხვევაში ნოდარო იყო ჩემი იმედი, მიუხედავად იმისა, რომ არც მან და არც თბილისში დარჩენილმა ოჯახის წევრებმა ზუსტად ჩემი დაავადების შესახებ არ იცოდნენ.

- ეს როგორ?

- ახლობლებმა კი იცოდნენ, რომ ოპერაცია აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, მაგრამ საქმე სერიოზულ დიაგნოზს თუ ეხებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ... საქართველოდან ნოდაროსთან ერთად გავფრინდი, ჩვენ სხვადასხვა ქალაქში მოგვიწია ცხოვრებამ. ოპერაციის შემდეგ ჩემ სანახავად რომ ჩამოვიდა, თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა, რომ შეემჩნია. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მართლა ძალიან მიჭირდა სიარული და სახლში ყოფნას არაფერი მერჩივნა, წავყევი ნიუ-იორკის ქუჩებში სასეირნოდ და ერთად კარგა ხანს ვიარეთ. როცა მნახა, კი გაიგო ყველაფერი, ან კი როგორ დავმალავდი, როცა გაჭრილი ვიყავი და ნაკერები მედო, მაგრამ ოჯახის არც ერთ წევრამდე ეს ამბავი მძაფრად არ მიმიტანია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება