ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს

ია ფარულავა შვილის გაჩენას სუროგატი დედისგან აპირებს

მას შემდეგ, რაც მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ სუროგატი დედის დახმარებით შვილის გაჩენა გადაწყვიტა, ცხადია, იას ჩვენც დავუკავშირდით. მან ამ თემაზე ვრცელი საუბარი არ ისურვა, - მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

- ალბათ ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?

- ამ თემაზე დაწვრილებით საუბარი აღარ მინდა, მესმის, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რაც "New Life"-ის დამფუძნებელმა მარიამ კუკუნაშვილმა წამახალისა. ამ საქმეს ის უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ტაილანდში გაკეთდება, იქ მომიწევს გამგზავრება. მაგრამ წინასწარი მონაცემებით, შანსები დაბალია.

ნაყოფი ჩემი კვერცხუჯრედიდან უნდა განვითარდეს, რადგანაც უარს ვამბობ სხვისი კვერცხუჯრედის გამოყენებაზე. შვილი მე უნდა მგავდეს! მოკლედ, ბევრი ისეთი საკითხია, რომ ამ თემაზე წინასწარ ბევრი ლაპარაკი არ მინდა. შეიძლება ეს ყველაფერი ვერც მოხერხდეს და არც გამოვიდეს, მაგრამ შანსი მეძლევა. თუ არ გამოვა, მაინც მადლობას ვიტყვი იმისთვის, რომ ასეთი შანსი მომეცა, რადგანაც ასაკიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ მაქვს.

ჩემი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (თან, ამ ასაკში) შესაბამისი წამლების მიღებაც სარისკოა. შეიძლება მათი მიღება შუა პროცესშიც შემაწყვეტინონ, რადგან ამან სხვა პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი. ამიტომაც არის დაბალი შანსი. შეიძლება, ეს ინფორმაცია არც უნდა გაგვევრცელებინა, მაგრამ ერთ-ერთ გამოცემას ექსკლუზიური ინტერვიუ მივეცით და იქიდან გავრცელდა.

P.S. სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელ მარიამ კუკუნაშვილთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით ამ თემაზე მასთან ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება