რას აკეთებს გადამდგარი რომის პაპი?

რას აკეთებს გადამდგარი რომის პაპი?

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რითია დაკავებული გადამდგარი რომის პაპი ბენედიქტ XVI. როგორც ცნობილი გახდა, ლოცვის გარდა, ყოფილი პონთიფიკი კითხულობს წიგნებს, უყურებს ტელევიზორს და პიანინოზე უკრავს. ამის შესახებ ბრიტანულ ”ტელეგრაფს” ყოფილი პაპის დამხმარემ, არქიეპისკოპოსმა გეორგ განშვეინმა განუცხადა. მისივე თქმით, ბენედიქტ XVI მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს რომის პაპ ფრანცისკთან.

შეგახსენებთ, რომის პაპი ბენედიქტი 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადადგა. ეს ბოლო 600 წლის განმავლობაში პაპის გადადგომის  პირველი შემთხვევა იყო.

85 წლის ბენედიქტ XVI 2005 წლის აპრილში აკურთხეს ვატიკანში, იოანე პავლე II-ის გარდაცვალების შემდეგ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა