როგორ ააწყო ქეთი ყიფშიძემ საკუთარი ბიზნესი

როგორ ააწყო ქეთი ყიფშიძემ საკუთარი ბიზნესი

ყოფილი ტელეწამყვანი და მოდელი - ქეთი ყიფშიძე ერთ დროს ძალიან აქტიური და პოპულარული იყო. როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდში, როცა ის ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გადაიღეს, უამრავი საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო, მაგრამ რატომღაც, ყველაფერზე უარი თქვა. ქეთიმ ინტერვიუს ჩაწერისას გაგვიმხილა, თუ რას ნანობს და რა შეცდომები დაუშვა.

- რამდენიმე წელია, აღარ აქტიურობ, ეკრანზე აღარ ჩანხარ. საინტერესოა, პოპულარობა არ მოგენატრა?

- რა თქმა უნდა, ძველი დრო მენატრება. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხს უყვარხარ, გცნობენ და პატივს გცემენ. საზოგადოებამ ტელეკომპანიებიდან - "202" და "პირველი სტერეო" გამიცნო. ამ ტელევიზიებში მუშაობის დროს გავხდი პოპულარული. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, სხვა თუ არაფრისთვის, მხოლოდ იმიტომაც უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი - ე.წ. ბომონდში ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც უბრალოდ რიგითი მოქალაქეები ვართ. ისინი არავისზე არაფრით მეტი არ არიან. ახლა ვხვდები, რომ საინტერესო და მოაზროვნე ადამიანები ჩრდილში დგანან და პოპულარობას არ ესწრაფვიან; არც იმას ცდილობენ, რომ გამოგონილი სკანდალების ხარჯზე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მოხვდნენ.

- ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად აქტიურ სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდი, არა?

- დიახ, და როგორც მოდელმა, ლონდონიდან მიწვევაც მივიღე. რამდენიმე წელი დიდ ბრიტანეთში ვიყავი სასწავლებლად. იქ ყოფნის პერიოდში მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რომ ქართულ "ფლეიბოისთან" მეთანამშრომლა და ამ ჟურნალისთვის ფოტოები გადამეღო. ამ წინადადებას დავთანხმდი, მაგრამ ჟურნალის გამოსვლის დღიდან უარი ვთქვი სამოდელო საქმიანობაზე და საბოლოოდ, საქართველოში დავრჩი.

- რატომ თქვი უარი სამოდელო საქმიანობაზე? ამ გადაწყვეტილების მიღებაში შენმა მომავალმა მეუღლემ ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი?

- დიახ, იმ დროს უკვე შეყვარებული მყავდა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. "ფლეიბოის" გამოსვლის შემდეგ უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი... გადავწყვიტე, საკუთარი შესაძლებლობები სხვა სფეროში მომესინჯა. იმ პერიოდში ბაკალავრიატი უკვე დამთავრებული მქონდა და აქტიურად დავიწყე სხვადასხვა სპეციალობის შესწავლა. "ჯიპაში" პიარის კურსებიც გავიარე და საბოლოოდ, პოლიტიკური პიარი ავირჩიე... შემდეგ გავთხოვდი და 2009 წელს პატარა ელენე შემეძინა, პარალელურად კი კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპისმცოდნეობის სპეციალობით ვსწავლობდი.

- საკუთარი კარიერული წინსვლისთვის რა შეიძლებოდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე?

- ძალიან ვნანობ, რომ სამოდელო საქმიანობას ჩამოვშორდი. მიმაჩნია, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი. მქონდა შანსი, დიდი წარმატებისთვის მიმეღ­წია, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოვიყენე... თუმცა, ლონდონიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემს ამ საქციელსაც ჰქონდა გამართლება.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში საკუთარი სამკერვალო კომპანია დავაარსე, რომელსაც დღესაც აქტიურად ვამუშავებ. ცნობილ დიდ კომპანიებთან ვთანამშრობლობ და მათთვის უნიფორმებს ვკერავთ... მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხელსაყრელი წინადადება მივიღე - შემომთავაზეს დირექტორის თანაშემწედ მემუშავა. დღესდღეობით ამ კომპანიის პროექტების მენეჯერი ვარ.

- სამკერვალო კომპანიის დაარსების იდეა თავად გაგიჩნდა?

- ბიზნესიდეა ჩემი იყო. სწავლის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაზრდისა და სწავლის პარალელურად. ისეთ ადგილას ვერ ვიმუშავებდი, სადაც დროში შეზღუდული ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, საქმე დამოუკიდებლად მეკეთებინა. საკუთარმა ბიზნესმა მომცა იმის საშუალება, რომ დრო ისე გამენაწილებინა, როგორც მინდოდა.

- შენი უფროსი ქალიშვილი რამდენი წლის არის?

- უფროსი 13 წლისაა, უმცროსი - 4-ის.

- როგორც ამბობ, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. ბავშვების აღზრდაში ვინ გეხმარება?

- არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში მეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. ძიძას ვერ ვუწოდებ, რადგან ჩემთვის ოჯახის წევრივითაა... საღამოს შინ დროულად დაბრუნებას კი ვახერხებ, მაგრამ დასვენებისა და გართობისთვის დრო არასოდეს მრჩება. თვეში ერთხელ თუ მოვახერხებ, რომ მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე. ვისვენებ მხოლოდ მაშინ, როცა შვებულებას ვიღებ. დასვენების დღეებს ძირითადად, ქვეყნის გარეთ ვატარებ ხოლმე.

- ადვილი არ არის ბიზნესი სწორად წარმართო. ამ ყველაფრის გათვლაში ვინმე დაგეხმარა?

- ლონდონში ყოფნის პერიოდში მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსები გავიარე, რაც საკუთარი ბიზნესის აწყობაში ძალიან დამეხმარა. მერე ნელ-ნელა, პრაქტიკაშიც ბევრი რამ ვისწავლე. და კიდევ, ზოგჯერ ჩემს იმ მეგობრებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, რჩევას ვეკითხები ხოლმე.

- მკაცრი უფროსი ხარ?

- სამწუხაროდ, მკაცრი არ ვარ, არადა, ამ საქმეში ეს აუცილებელი თვისება ყოფილა. ამა თუ იმ სიტუაციაში ვცდილობ, სიმკაცრე გამოვიჩინო, მაგრამ სათანადოდ არ გამომდის. ამ სფეროში ჩემს სისუსტედ მხოლოდ ამ თვისებას მივიჩნევ. მაგალითად, მიჭირს თანამშრომელისთვის იმის თქმა, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, სამსახურიდან დავითხოვე. თუმცა, საბოლოოდ ამის გაკეთება მაინც მიწევს, რადგან ვიცი, რომ ეს ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია. მერე ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი.

- კომპანიაში თანამშრომლობის მსურველების "სივებს" თავად კითხულობ?

- რა თქმა უნდა, ამ საქმეს ვაკონტროლებ და თანამშრომლებს პროფესიონალიზმის მიხედვით ვარჩევ. ადამიანმა ის საქმე, რისი კეთებაც გევალება, კარგად უნდა იცოდე!

- თუ გქონია ისეთი პერიოდი, როცა სამსახურის გარეშე დარჩი?

- ასეთი პერიოდი მქონდა ტელეკომპანია "202"-დან წამოსვლის შემდეგ; აღარ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. 2 წელი უმუშევარი ვიყავი.

- ამ დროს ფინანსურად ვინ გეხმარებოდა?

- მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი და ყველაფრით მეუღლე უზრუნველმყოფდა. უკვე 6 წელია, პაუზის გარეშე ვმუშაობ.

- მანდილოსნების უმრავლესობას ან პირად ცხოვრებაში უმართლებს, ან კარიერაში, შენ კი როგორც ჩანს, ორივე კარგად ააწყვე...

- ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პირად ცხოვრებასა და კარიერაში გამიმართლა. როგორც წესი, კარიერაში უფრო მიმართლებს ხოლმე.

- რატომ? მეუღლე ხომ გყავს?

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით.

- დაშორების მიზეზი შენი საქმიანობა ხომ არ იყო?

- არა, პირიქით - ის ყველაფერში ხელს მიწყობდა. ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ შო­რის მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც ცალ-ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. მიზეზებზე საუბარი არ მინდა.

- ვინ იყო შენი მეუღლე? მასზე არასოდეს გისაუბრია...

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს საერთო მეგობართან გავიცანი. მასზე არასოდეს ვსაუბრობდი მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი რაღაცები არ უყვარს და თავიდანვე შევთანხმდით, რომ მასზე საჯაროდ არ ვილაპარაკებდი. მის აზრს ახლაც პატივს ვცემ და ამ ადამიანზე მეტს არაფერს ვიტყვი.

- ახლა შვილებთან ერთად, მარტო ცხოვრობ?

- არა, დასთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ.

- არსებობს შანსი, რომ შენ და შენი მეუღლე შერიგდეთ?

- არ ვიცი, მომავალში რა იქნება. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი ქაოსი ბევრჯერ ყოფილა და დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგებულა. იმედია, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება