"ამბობენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ" - ვინ აწ­კ­რი­ა­ლებს ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახლს

"ამბობენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ" - ვინ აწ­კ­რი­ა­ლებს ყიფ­ში­ძე­ე­ბის სახლს

ამ­ჯე­რად ჩვე­ნი "დი­ა­სახ­ლი­სი" ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი და ენერ­გი­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, სახ­ლის დაპ­რი­ა­ლე­ბა, სი­სუფ­თა­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს და სა­ა­მი­სოდ სა­კუ­თა­რი მე­თო­დე­ბიც აქვს. ძი­რი­თა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე, სურ­ნე­ლო­ვან სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს და ბე­ბი­ე­ბის დრო­ინ­დელ ხერ­ხებს ნაკ­ლე­ბად მი­მარ­თავს.

- ლე­ნუ­კა, რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სი ხართ?

- რო­გორც ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი ვარ. სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა არ მი­წევს, რად­გან ეს დე­დას პრე­რო­გა­ტი­ვაა, სახ­ლის და­ლა­გე­ბა უფ­რო მიყ­ვარს, ე.წ. მა­მა-პა­პურ "უ­ბორ­კას" ვა­კე­თებ ხოლ­მე, საქ­მის მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა არ მჩვე­ვია და ამა­ში იმ­დენ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ, დღის ბო­ლოს მკვდა­რი ვარ ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ჩე­მი მე­თო­დე­ბი მაქვს, პირ­ველ რიგ­ში, კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი, ხე­ლი არა­ფერ­მა არ უნ­და შე­მი­შა­ლოს, ბო­ტა­სი უნ­და მეც­ვას, ელას­ტი­კი და აუცი­ლებ­ლად ჯი­ბი­ა­ნი ზე­და, რად­გან ყურ­სას­მე­ნე­ბი მი­კე­თია ხოლ­მე, თან მუ­სი­კას ვუს­მენ და ისე ვა­ლა­გებ. მუ­სი­კა ენერ­გი­ას მმა­ტებს და მე­ტი შე­მარ­თე­ბით ვარ. ხელ­თათ­მა­ნებს ჩა­ვიც­ვამ, ყურ­სას­მე­ნებს გა­ვი­კე­თებ და წა­ვი­და - მო­პი­ლე­სო­სე­ბა, მტვრის გა­დაწ­მენ­და, იატა­კის, მი­ნე­ბის დაპ­რი­ა­ლე­ბა, ნივ­თე­ბის და­ლა­გე­ბა და ა.შ. სიმ­ყუდ­რო­ვე და დაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სახ­ლი მიყ­ვარს, სულ სხვა სურ­ნე­ლი აქვს, - სი­სუფ­თა­ვის. ზედ­მე­ტი ერ­თი რა­მეც რომ ეგ­დოს, არ მსი­ა­მოვ­ნებს. სახ­ლ­ში სულ დამ­ცი­ნი­ან, - ყვე­ლაფ­რის გა­დაყ­რა­ზე ხა­რო, რა­მე უსარ­გებ­ლო ნივთს თუ და­ვი­ნა­ხავ, ზოგ­ჯერ ჩუ­მა­დაც ვაგ­დებ ხოლ­მე, ჩე­მებ­მა რომ არ და­ი­ნა­ხონ (ი­ცი­ნის). მა­გა­ლი­თად, ძვე­ლი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი, რი­სა­მე ნა­წი­ლი, ოდ­ნავ გა­ტე­ხი­ლი ან გაბ­ზა­რუ­ლი რამ და ა.შ. ძა­ლი­ან მომ­წონს სახ­ლის ფენ­შუ­ის მი­ხედ­ვით მოწყო­ბა, სად რა უნ­და იდ­გას, რო­მელ მხა­რეს, კუთხეს, თვი­თონ ნივ­თებ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და ა.შ. თუ ვინ­მეს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, ამის წა­კითხ­ვაც შე­უძ­ლი­ათ და გა­ერ­კ­ვე­ვი­ან, ამი­ტომ მე ბევრს არ მოვ­ყ­ვე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა სურ­ნე­ლის მქო­ნე რა­ღა­ცებს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე და სახლს რომ და­ვა­ლა­გებ, მე­რე ვან­თებ, კარ­გი სურ­ნე­ლი დგე­ბა.

- ოჯა­ხის­თ­ვის ნივ­თებს თუ ყი­დუ­ლობთ ხოლ­მე?

- ძა­ლი­ან მომ­წონს ღა­მის ლამ­პე­ბი ("ნაჩ­ნი­კი"), რო­ცა რამ­დე­ნი­მე ერ­თად ან­თია. მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზო­რის ოთახ­ში და ჭა­ღის ნაც­ვ­ლად, სულ ვან­თებ ხოლ­მე, სხვა­ნა­ირ გა­რე­მოს ქმნის. ალ­ბათ, იმა­საც გა­აჩ­ნია, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ. ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­ცაა, რო­ცა და­ლა­გე­ბის თა­ვიც არ გაქვს ან გე­ზა­რე­ბა და სახ­ლი თუ არე­უ­ლია, ჩემს ხა­სი­ათ­ზე ეს უფ­რო მოქ­მე­დებს. ასე მგო­ნია, ცუ­დად ვარ.

- რო­გორც ვი­ცი, სახ­ლ­ში ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბიც გაქვთ.

- კი, ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ოჯახ­ში სულ გვაქვს. რე­მონ­ტი რომ გა­ვა­კე­თეთ, ცო­ტა გაგ­ვი­ფუჭ­და, მაგ­რამ ახ­ლი­დან ვა­ცოცხ­ლებთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მათ თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა უნ­და, - მი­წის გა­მოც­ვ­ლა, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ გაც­რა სჭირ­დე­ბა, მას­ში მკვე­ბა­ვი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჩა­მა­ტე­ბა, სი­სუფ­თა­ვე, სა­ჭი­რო პე­რი­ო­დუ­ლო­ბით წყლის დას­ხ­მა და ა.შ. ყვე­ლა ყვა­ვილს თა­ვი­სი წა­მა­ლი აქვს... მოკ­ლედ, ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვინც არის, ჩემ­ზე კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა. ნა­წი­ლი აივან­ზე გვაქვს, ნა­წი­ლი კი გა­ვა­ფორ­მეთ და სახ­ლ­ში დავ­დ­გით, რომ ლა­მა­ზად იყოს მოწყო­ბი­ლი. მათ, ძი­რი­თა­დად, დე­და­ჩე­მი უვ­ლის ხოლ­მე და ამ სა­კითხ­ში ის უფ­რო გარ­კ­ვე­უ­ლია. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მი "მას­ტე­რი" გვყავს (ი­ცი­ნის). ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა, ყვე­ლაფ­რის დაშ­ლა-აწყო­ბა შე­უძ­ლია და რა­ღა­ცით მეც ვგა­ვარ. ძა­ლი­ან მომ­წონს სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბა და სულ ვათ­ვა­ლი­ე­რებ ხოლ­მე რა­ღა­ცებს, ფე­რებს ვარ­ჩევ და ა.შ.

- რას იყე­ნებთ, მა­გა­ლი­თად, იატა­კის მო­საწ­მენ­დად?

- დღეს­დღე­ო­ბით, ამ მხრი­ვაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მა­გა­ლი­თად, პარ­კე­ტის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ხის გა­საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია, თან კარ­გი სუ­ნიც აქვს და კარგ იერს უნარ­ჩუ­ნებს, გრა­ნი­ტი ან კა­ფე­ლი თუა - სხვა­ნა­ი­რია და ა.შ. ეს ალ­ბათ ყვე­ლა დი­ა­სახ­ლის­მა იცის და ჩემ­გან არ ეს­წავ­ლე­ბათ. ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში ძაღ­ლი გვყავს, სულ საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით დავ­რ­ბი­ვარ აქეთ-იქით, რომ სი­სუფ­თა­ვე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. სახ­ლ­ში ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და სპე­ცი­ა­ლურ ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც ვუ­რევ, სა­დე­ზინ­ფექ­ცი­ოს, ფეხ­საც­მელ­საც ათა­სი რამ შე­მოჰ­ყ­ვე­ბა გა­რე­დან და ყვე­ლას ხომ ვერ და­უწყებ დევ­ნას, შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე, ფეხ­ზე გა­ი­ხა­დოს? ისე­დაც არ ვი­ცით, რას ვსუნ­თ­ქავთ და სახ­ლ­ში მა­ინც ვი­ყოთ სუფ­თად.

- ვი­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "ლი­ნო­ლე­უ­მი" აქვს და­გე­ბუ­ლი, ად­ვი­ლად გა­იწ­მინ­დე­ბა თბი­ლი, საპ­ნი­ა­ნი წყლით. რით წმენდთ ფან­ჯ­რებს?

- ფან­ჯ­რე­ბის გაწ­მენ­დაც მი­წევს ხოლ­მე, მაგ­რამ სარ­კის წმენ­და უფ­რო მიყ­ვარს (ი­ცი­ნის). სულ უნ­და პრი­ა­ლებ­დეს. ამის­თ­ვი­საც სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებ, კარ­გი სუ­ნი აქვს. ად­რე მას­წავ­ლეს, - სარ­კე და ფან­ჯ­რე­ბი გა­ზე­თით კარ­გად იწ­მინ­დე­ბაო, მაგ­რამ ამ ხერხს არ მივ­მარ­თავ, ძა­ლი­ან მაჟ­რი­ა­ლებს და მბურ­ძ­გ­ლავს, რომ გა­ვუს­ვამ (ი­ცი­ნის).

- სარ­კე იპ­რი­ა­ლებს, თუ წყალ­ში ცო­ტა­ო­დენ ლი­ლას შე­ვუ­რევთ. კარ­გია ჩა­ის ნა­ყე­ნიც. რო­გორ გავ­წ­მინ­დოთ ჭა­ღე­ბი?

- ვერ მო­ვიტყუ­ე­ბი და გეტყ­ვით, რომ ჭა­ღე­ბის წმენ­და ნამ­დ­ვი­ლად არ მი­წევს და მკითხ­ველს გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვურ­ჩევ.

- 2 ჩ/კ ძმა­რი 1 ლ წყალ­ში ჩა­ვას­ხათ და ისე გავ­წ­მინ­დოთ. ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა ალ­ბათ გი­წევთ ხოლ­მე.

- ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვა მიყ­ვარს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნი უნ­და მეც­ვას. კა­ნი რომ რბილ­დე­ბა, არ მსი­ა­მოვ­ნებს. ჩვენს ნი­ჟა­რა­ში კი ჭურ­ჭე­ლი არ ილე­ვა, სულ სტუმ­რი­ა­ნო­ბაა, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხი და სულ ვცდი­ლობთ, წეს­რი­გი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ტან­საც­მელს, ბევ­რ­ნი რომ ვართ, სა­რეცხი მან­ქა­ნა ჩვენ­თან მთე­ლი დღე ჩარ­თუ­ლია. თან მე ისე­თი "წი­კი" მაქვს, თი­თო­ჯერ ნაც­ვამ­საც უკ­ვე ვრეცხავ ხოლ­მე. და­უ­თო­ე­ბა სა­შინ­ლად არ მიყ­ვარს...

- რო­გორ აცი­ლებთ ჭურ­ჭელს მიმ­წ­ვარ საჭ­მელს? სხვა­თა შო­რის, თუ­ჯის ჭურ­ჭე­ლი არ მი­იწ­ვავს, თუ ცეცხ­ლ­ზე დიდ­ხანს დავ­დ­გამთ და გა­მოვ­წ­ვავთ.

- მიმ­წ­ვარ საჭ­მელს ჭურ­ჭ­ლის სა­ხე­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და რკი­ნის სა­ხე­ხით ვა­ცი­ლებ, ოღონდ გა­აჩ­ნია, რა მა­სა­ლი­საა, ტა­ფა იქ­ნე­ბა ეს თუ ქვა­ბი. არ უნ­და გა­ფუჭ­დეს, ზოგს რკი­ნა არ უნ­და მი­ა­კა­რო. ბე­ბი­ის­გან გა­მი­გია, სო­და უნ­და ჩა­ყა­რო, წყა­ლი და­ას­ხა, გაზ­ზე დად­გა, წა­მო­ა­დუ­ღო და მე­რე გა­ხე­ხოო. სხვა­თა შო­რის, გაზს რომ გავ­ხე­ხავ ხოლ­მე, ბო­ლოს ცო­ტა სო­დას მო­ვაყ­რი და ასე ვტო­ვებ, რკი­ნას არ "ჭამ­სო", ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან მახ­სოვს და კარ­გად ათეთ­რებს. სო­და ისე­თი რა­მაა, ყვე­ლა­ფერ­ში ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვი­საც კი.

- მა­გა­ლი­თად, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ონ­კა­ნებ­მა იპ­რი­ა­ლოს?

- მე სა­ხე­ხით ვწმენდ ხოლ­მე.

- შეგ­ვიძ­ლია, ლი­მო­ნის ქერ­ქით გავ­წ­მინ­დოთ, შემ­დეგ, წყა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, მშრა­ლი ნაჭ­რით გა­ვამ­შ­რა­ლოთ და გა­ვაპ­რი­ა­ლოთ.

- რო­გორ მო­ვა­ცი­ლოთ ჩამ­ჯ­და­რი ცხი­მი მიკ­რო­ტალ­ღურ ან გაზ­ქუ­რის ღუ­მელს?

- მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ გაზ­ქუ­რის ღუ­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ ვწმენდ, რო­გორც გაზს.

წვრი­ლად და­ხე­ხი­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო სა­პო­ნი და ცო­ტა სო­და გავ­ხ­ს­ნათ წყალ­ში და აირ­ღუ­მე­ლი ამ­გ­ვა­რად იოლად გა­იწ­მინ­დე­ბა, ხო­ლო მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში წყლით სავ­სე თეფ­ში დავ­დ­გათ, ცხე­ლი ორ­თ­ქ­ლი ჭუჭყს და­ალ­ბობს და ნაჭ­რით ად­ვი­ლად მოს­ცილ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, კა­ფე­ლი წყლის შხე­ფე­ბის­გან კარ­გად გა­იწ­მინ­დე­ბა ნი­შა­დუ­რის სპირ­ტის სუს­ტი ხსნა­რით. ეს არ ვი­ცო­დი. მახ­სოვს, ბე­ბი­ას სულ ჰქონ­და და ალ­ბათ იყე­ნებ­და ხოლ­მე. მე არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია.

- თქვე­ნი ძმის­შ­ვი­ლი - ნა­ტა­ლია თუ გეხ­მა­რე­ბათ ხოლ­მე?

- რო­გორ არა, მე და ნა­ტა­ლია ზაფხუ­ლო­ბით სე­რი­ო­ზულ "უ­ბორ­კას" ვა­ტა­რებთ ხოლ­მე სახ­ლ­ში, ერ­თხელ ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ და ამა­ზე ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სეთ.

- კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა იცით?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მი­წევს ხოლ­მე, რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა მა­ინც ვი­ცი. მა­გა­ლი­თად, ბე­ბი­ა­ჩემ­მა ჩა­ხოხ­ბი­ლის გა­კე­თე­ბა მას­წავ­ლა. ნი­კუ­შა რომ და­ი­ბა­და, რამ­დე­ნი­მე თვის იყო, ჩემს მე­გო­ბარ­თან და მის ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, წყნეთ­ში წა­ვე­დით. ვი­ფიქ­რეთ, მო­დი საჭ­მე­ლი გა­ვა­კე­თო­თო და ჩვენს მე­უღ­ლე­ებს ქა­თა­მი და­ვა­ბა­რეთ, რომ­ლის გა­კე­თე­ბა არ ვი­ცო­დით და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ჩა­ვი­დი­ნეთ (ი­ცი­ნის). პარ­კ­ში შე­ფუ­თუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი მოგ­ვი­ტა­ნეს. რო­ცა გალ­ღ­ვე­ბა, ვი­ღებ და გაზ­ზე გა­და­ვა­ტა­რებ ხოლ­მე, რომ თუ ზედ რა­მე ბეწ­ვია დარ­ჩე­ნი­ლი, მოს­ცილ­დეს. მა­შინ კი რა ვქე­ნით? გა­მო­ვი­ღეთ ეს გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი, პარ­კი­ა­ნად ჩა­ვაგ­დეთ მდუ­ღა­რე წყალ­ში, მოვ­ხარ­შეთ, მე­რე პარ­კი მო­ვა­ცი­ლეთ, თან რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ფუვ­და და მე­რე გატ­რუს­ვა და­ვიწყეთ. ქა­თა­მი სა­ერ­თოდ და­ი­შა­ლა (ი­ცი­ნის). ეს რომ მახ­სენ­დე­ბა, ცუ­დად ვხდე­ბი (ი­ცი­ნის). ხალ­ხი ის­ტე­რი­კა­ში ვარ­დე­ბო­და, ისე დაგ­ვ­ცი­ნოდ­ნენ. თან სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ერ­თ­მა­ნეთს ჭკუ­ას ვა­რი­გებ­დით და ვე­კა­მა­თე­ბო­დით, არა ასე უნ­და, არა - ისეო. მე­რე ვის­წავ­ლე. "ტყუ­ი­ლი სუ­ფე­ბი­სა" და გემ­რი­ე­ლი კექ­სის გა­კე­თე­ბაც ვი­ცი. რე­ცეპტს ზე­პი­რად ვერ გეტყ­ვით, მი­წე­რია და იმის მი­ხედ­ვით ვა­კე­თებ ხოლ­მე. ბა­თუმ­ში ერ­თ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მას­წავ­ლა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და მომ­ზა­დე­ბის წე­სი ჩა­ვი­წე­რე. გემ­რი­ე­ლია, შო­კო­ლა­დი­ა­ნია. ხომ იცით, ხელ­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ბე­ბი­ა­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გად ამ­ზა­დებ­და, დე­და­ჩე­მიც და ის, რაც ვი­ცი, მეც გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის. დე­და უგემ­რი­ე­ლეს ლო­ბი­ოს აკე­თებს, სუ­ნე­ლე­ბი­თა და რა­ღა­ცე­ბით და მეც უნ­და ვის­წავ­ლო. 31 წლის ასაკ­ში ვა­პი­რებ კუ­ლი­ნა­რო­ბის დაწყე­ბას (ი­ცი­ნის).

- თევ­ზი თუ გა­გი­სუფ­თა­ვე­ბი­ათ?

- კი, ფარ­ფ­ლე­ბი რომ აქვს, არ მიყ­ვარს, თან ხე­ლებ­ზე უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი რჩე­ბა.

- თევზს იოლად მო­შორ­დე­ბა ქერ­ც­ლი, თუ მას ცო­ტა ხანს ძმრი­ან წყალ­ში გა­ვა­ჩე­რებთ.

- სხვა­თა შო­რის, გა­მი­გია, რომ ძმრი­ა­ნი წყლით ავეჯ­საც წმენ­დენ, მტვე­რი ნაკ­ლე­ბად ედე­ბაო, ოღონდ ალ­ბათ ავეჯ­საც გა­აჩ­ნია.

- ახალ ბი­ნა­ზე რას გვეტყ­ვით? რო­მე­ლიც გი­ორ­გის პრო­ექ­ტ­ში აჩუ­ქეს.

- ჩემ­მა ოჯახ­მა იმ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი გა­ნი­ცა­და, რომ ვერ აღ­ვ­წერ. ასე­თი რამ ახალ წელს, 12 სა­ათ­ზე არას­დ­როს გვქო­ნია. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ, გა­მო­ე­ცა­დოთ. რო­გორც გვითხ­რეს, ზაფხულ­ში თეთრ კარ­კასს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, უკ­ვე ვი­ყა­ვით და ვნა­ხეთ, ბი­ნა აშე­ნე­ბუ­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით შა­ვი კარ­კა­სია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება