მამაკაცისთვის ბოტოქსის გაკეთება და სოლარიუმში სიარული ზედმეტია

მამაკაცისთვის ბოტოქსის გაკეთება და სოლარიუმში სიარული ზედმეტია

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყ­ვა­ნი ეკო ფან­გა­ნი "მა­ეს­ტ­რო­დან" "იმედ­ზე" გა­და­ვი­და და "დღის შო­უს" უძღ­ვე­ბა. შარ­შან ტე­ლე­წამ­ყ­ვან­მა სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში კო­რექ­ცია შე­ი­ტა­ნა, ცხვი­რის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყ­ვა...

-  "დღის შოუ" ეთერ­ში პა­რას­კე­ო­ბით გა­დის, შო­უ­ში ლა­პა­რა­კია ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მო­დას და თა­ვის მოვ­ლას შე­ე­ხე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ერთ სა­ჭი­რო რჩე­ვას ვაძ­ლევთ. ერ­თი გა­და­ცე­მა დი­ე­ტებს მი­ვუძღ­ვე­ნით და ნა­ნი ბრეგ­ვა­ძე ჩემს ეთერ­ში გა­მოტყ­და, რომ ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად იოგას მის­დევს. გა­სულ კვი­რას კი მა­მა­კა­ცე­ბის თა­ვის მოვ­ლა­ზე ვი­სა­უბ­რე, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მყავ­და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რად და გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ერ­თად ვი­ცეკ­ვეთ.

-  რო­გორ ფიქ­რობ, ამაღ­ლ­და თა­ვის მოვ­ლის კულ­ტუ­რა ქარ­თ­ველ მა­მა­კა­ცებ­ში?

-  კი, უფ­რო მე­ტად აქ­ცე­ვენ ყუ­რადღე­ბას სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას - უვ­ლი­ან ფრჩხი­ლებს, ვი­საც გა­დაბ­მუ­ლი წარ­ბე­ბი აქვს, სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან იკე­თებს კო­რექ­ცი­ას, ზედ­მეტ თმა­საც იშო­რე­ბენ სხე­ულ­ზე, თუმ­ცა მა­მა­კა­ცის­თ­ვის ბო­ტოქ­სის გა­კე­თე­ბა და სო­ლა­რი­უმ­ში სი­ა­რუ­ლი ზედ­მე­ტია. ქა­ლი­ვით გა­დაპ­რან­ჭუ­ლი კა­ცე­ბი არ მომ­წონს. ისე, მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­რეგ­ნო­ბით და მენ­ტა­ლი­ტე­ტით წი­ნა სა­უ­კუ­ნე­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი...

-  მამაკაცის გა­რეგ­ნო­ბას დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ?

-  კა­ცის გა­რეგ­ნო­ბა­ში რა ხე­ი­რი ყრია?! მე უფ­რო ვაჟ­კა­ცუ­რი ბი­ჭე­ბი მომ­წონს, ალ­ბათ ჩე­მი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­იძ­ლე­ბა, გა­რეგ­ნუ­ლად არ მეტყო­ბა, მაგ­რამ საქ­მეს თუ დას­ჭირ­და, საკმაოდ ძლი­ე­რი ვარ.

-  პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ამ­ბობ, რომ კა­ცის გა­რეგ­ნო­ბა­ში ხე­ი­რი არ ყრია?

-  არა, ზო­გა­დად ვამ­ბობ. მომ­წონს ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის ბი­ჭე­ბი, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა შვარ­ცე­ნე­გე­რი ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ კა­ცი აუცი­ლე­ბ­ლად უნ­და ვარ­ჯი­შობ­დეს, ესეც თა­ვის მოვ­ლის კულ­ტუ­რაა. ქარ­თ­ველ კა­ცებს აქვთ პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რომ გო­გო­ნებს ცე­ლუ­ლი­ტი ან ზედ­მე­ტი წო­ნა აქვთ, თვი­თონ კი ავიწყ­დე­ბათ, რომ ღი­პე­ბი აქვთ.

-  რო­გორც ვი­ცი, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვი...

-  ხე­ლოვ­ნე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფონ­დის "ავ­ტოგ­რა­ფის" მეშ­ვე­ო­ბით სულ ცო­ტა ხნის წინ ჩა­ვა­ტა­რეთ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გია ყან­ჩე­ლის სა­ღა­მო, სა­ხელ­წო­დე­ბით "სხვა ყან­ჩე­ლი". ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა სა­ოც­რე­ბაა, ეს სა­ღა­მოც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, რად­გან ახ­ლე­ბუ­რად ავაჟ­ღე­რეთ მი­სი მუ­სი­კა, სხვა ჟან­რ­შიც მო­ვას­მე­ნი­ნეთ მა­ყუ­რე­ბელს. კი­დევ ორი პრო­ექ­ტი მაქვს და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­ვახ­მა­უ­რებ.

-  ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ბე­ქა ჩხა­ი­ძეს­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს, ხომ არ შე­რიგ­დით?

-  დამ­თავ­რე­ბუ­ლია ბე­ქას თე­მა. მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს და მე - ჩე­მი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ.

-  სიმ­პა­თი­აც არა­ვის მი­მართ გაქვს?

-  არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ცალ­მ­ხ­რი­ვად გა­მიჩ­ნ­დეს სიმ­პა­თი­ე­ბი. ინი­ცი­ა­ტი­ვა მა­მა­კა­ცის­გან უნ­და მო­დი­ო­დეს, თა­ვი უნ­და მო­მა­წო­ნოს, და­მა­ინ­ტე­რე­სოს... თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი მყავს, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

-  შენს პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას დი­დი ხმა­უ­რი მოჰ­ყ­ვა, რი­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თე?

-  მხო­ლოდ ცხვი­რის წვე­რის ფორ­მა შე­ვიც­ვა­ლე და ამ პა­ტა­რა დე­ტალ­მა ძა­ლი­ან შემ­ც­ვა­ლა. არ მე­გო­ნა, ასეთ შე­დეგს თუ მი­ვი­ღებ­დი. წვე­რის ფორ­მის შეც­ვ­ლა უფ­რო რთუ­ლი ყო­ფი­ლა, ვიდ­რე მთლი­ა­ნი ცხვი­რის.

-  რა­ტომ გა­ი­კე­თე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია?

-  წლე­ბია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ და რა თქმა უნ­და, გა­რეგ­ნო­ბას დიდ ყუ­რადღე­ბას ვაქ­ცევ. მარ­ჯ­ვე­ნა მხრი­დან ჩე­მი პრო­ფი­ლი არ მომ­წონ­და და ამან გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. არ ვე­თან­ხ­მე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნის ეშ­ხი ცხვი­რის ფორ­მა­შია. ზედ­მე­ტი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის მომ­ხ­რე არ ვარ, მაგ­რამ ჩე­მი ნაკ­ვ­თე­ბი ჩემ­ზე უკეთ არა­ვინ იცის. სარ­კე­ში იმი­ტომ ვი­ყუ­რე­ბი, რომ პირ­ველ რიგ­ში მე მო­მე­წო­ნოს, მე­რე იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბა და ჩემს მე­გობ­რებს, რო­მელ­თა აზრს ყო­ველ­თ­ვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ. მე და ჩემს მე­გობ­რებს მოგ­ვ­წონს ჩე­მი ცხვი­რის ფორ­მა, სხვი­სი აზ­რი კი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება