ლეონარდო დიკაპრიომ საყვარელი გამოიცვალა და იგი კვლავ სუპერმოდელია

ლეონარდო დიკაპრიომ საყვარელი გამოიცვალა და იგი კვლავ სუპერმოდელია

ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ მეგობარი გოგო ისევ გამოიცვალა. მისი ახალი საყვარელი 22 წლის დანიელი ნინა აგდალია, რომელიც ადრე მუსიკოს მაქს ჯორჯს ხვდებოდა.

ორთვიანი რომანის შემდეგ ნინასა და მაქსის დაშორების შესახებ გასულ კვირას The Sun, The Mirror, The Daily Mail და სხვა გამოცემები წერდნენ. მათივე ინფორმაციით, ახლახან აგდალი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბთან ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად შენიშნეს.

Victoria's Secret-ის მოდელი - მაღალი ქერათმიანი (1,76) ლამაზმანი გარეგნულად მის ბევრ ყოფილ საყვარელს ჰგავს.

ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი საყვარლების ნუსხა მოდელებისგან შედგება. ზოგიერთი მათგანი ძალიან პოპულარულია, ზოგიერთს კი ძირითადად მოდის სამყაროში მომუშავე ადამიანები იცნობენ. ლამაზ აღნაგობასთან ერთად მათ ლეონარდოს ყოფილი საყვარლის სტატუსიც აერთიანებთ.

მისი საყვარლები იყვნენ: ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი, ჟიზელ ბუნდჰენი. ბრიჯიტ ჰოლი, ელენა კრისტენსენი, ამბერ ვალეტა, კენდელ შულერი, მადალინა გენე.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება