მონიკა ბელუჩი ახლო ხედით

მონიკა ბელუჩი ახლო ხედით

მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ ცოტა ხნის წინ სილამაზის საიდუმლოც გაამხილა და გოგონებს რამდენიმე რჩევა მისცა.

ბელუჩი ამბობს, რომ ქალს ნაოჭების არ უნდა შეეშინდეს. მოდელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თმის მოვლას. ბელუჩი თმას კვირაში ორჯერ იბანს. ვიდრე შამპუნს თმაში შეიზელს, შამპუნს წყალში აზავებს, რათა ტუტე გაანეიტრალოს. თმის ფენს არ იყენებს, რადგანაც ბუნებრივად გამშრალი თმა უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

რაც შეეხება მაკიაჟს, მონიკა მძიმე მაკიაჟს არასდროს სწყალობს. ძირითადი აქცენტი ყოველთვის თვალებზე კეთდება; უპირატესობას ყავისფერ და ნაცრისფერ ჩრდილებს ანიჭებს.

ვარსკვლავი დიეტას არასდროს იცავს და ამბობს, რომ გემრიელ კერძს ყოველთვის აგემოვნებს. დღის განმავლობაში ბევრ წყალს სვამს. მას არც სპორტდარბაზში ვარჯიში ხიბლავს და ცელულიტსა, თუ ზედმეტ კალორიებს ცურვით ებრძვის.

გთავაზობთ მსახიობის ფოტოგალერეას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ:

მონიკა ბელუჩის ჩეჩენი ორეული გამოუჩნდა

მონიკა ბელუჩის წონის კორექციის მარტივი რჩევები

როგორ გამოიყურება მონიკა ბელუჩის ქალიშვილი (+13 ფოტო)

მონიკა ბელუჩიმ მკერდი მოიშიშვლა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება