წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სის­გან

წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სის­გან

ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც უდა­ვოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პი­ა­ნის­ტი და მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის გრან-პრის მფლო­ბე­ლია. ჟი­უ­რის სა­პა­ტიო წევ­რად და მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად იწ­ვე­ვენ მსოფ­ლიო კონ­კურ­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე.

- ინ­ს­ტ­რუ­მენტს, სხვა პი­ა­ნის­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ცო­ტა გვი­ან - 12 წლის ასაკ­ში მი­ვუ­ჯე­ქი. თბი­ლი­სის ნი­ჭი­ერ­თა მუ­სი­კა­ლურ ათ­წ­ლედ­ში ჩა­ვა­ბა­რე, ქალ­ბა­ტონ დო­დო ცინ­ცა­ძის ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დი. ჩე­მი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბაც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ათ­წ­ლედ­ში სწავ­ლის დაწყე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ კი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ორ­კეს­ტ­რ­თან ერ­თად, მო­ცარ­ტის 23 კონ­ცერ­ტი შე­ვას­რუ­ლე.

- თქვე­ნი მშობ­ლე­ბი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან?

- არა, თუმ­ცა სწო­რედ დე­დის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და მონ­დო­მე­ბა იყო ჩე­მი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი. მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე თან დამ­ყვე­ბო­და და მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და...

- თქვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხართ. ალ­ბათ ეს თქვე­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გია...

- რა თქმა უნ­და, წარ­მა­ტე­ბა და სა­ხე­ლი უშ­რო­მე­ლად არ მო­დის. ამი­სათ­ვის მარ­თ­ლაც რომ და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვაა მთა­ვა­რი. რო­ცა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი ხარ, სა­კუ­თარ თავ­თან გა­ორ­მა­გე­ბულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გრძნობ. ყო­ველ ჯერ­ზე უნ­და ამარ­თ­ლო ის რე­გა­ლი­ე­ბი, რო­მე­ლიც მო­პო­ვე­ბუ­ლი გაქვს. მე ვცხოვ­რობ მუ­სი­კით. ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­თან რომ არც ვიჯ­დე, მა­ინც მუ­სი­კა­ზე ვფიქ­რობ. თუ არ ვფიქ­რობ - ვუს­მენ და ა.შ. მუ­სი­კა მკარ­ნა­ხობს რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის სწორ გზა­საც.

- უამ­რა­ვი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და გრან-პრის მფლო­ბე­ლი ბრძან­დე­ბით, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე ცნო­ბენ თქვენს ხელ­წე­რას. რა გრძნო­ბაა ეს?

- ამის სიტყ­ვით გად­მო­ცე­მა გა­მი­ჭირ­დე­ბა, ამ შეგ­რ­ძ­ნე­ბას შე­სა­ფე­რის სიტყ­ვას ვერ მო­ვუ­ძებ­ნი.

- რა გაძ­ლევთ სტი­მულს, რომ და­უკ­რათ მთე­ლი გრძნო­ბი­თა და ემო­ცი­ით? ამის­თ­ვის მუ­ზაა სა­ჭი­რო?

- ჩე­მი მუ­ზა ის ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მელ­საც კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში ვირ­ჩევ... ვსწავ­ლობ, ვშრო­მობ იმი­სათ­ვის, რომ რა­მე ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შევ­ქ­მ­ნა იმ ნა­წარ­მო­ე­ბის­გან, რო­მელ­საც ათა­სო­ბით პი­ა­ნის­ტი უკ­რავს ყო­ველ­დღი­უ­რად მთელ მსოფ­ლი­ო­ში... დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რაც მეტს მუ­შა­ობ ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებ­ზე, მე­ტად გიყ­ვარ­დე­ბა ის კომ­პო­ზი­ცია.

- თქვე­ნი მსმე­ნე­ლე­ბი ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. რას იტყ­ვით მათ­ზე?

- ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რე­პერ­ტუ­არ­ში მაქვს, არაფ­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა პი­ა­ნის­ტე­ბის რე­პერ­ტუ­ა­რის­გან. რა­საც მე ვუკ­რავ, იმის მოს­მე­ნა ყველ­გა­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი... მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც ასეთ რთულ პე­რი­ოდ­ში ახერ­ხებს, გა­მო­ნა­ხოს დრო და მო­ვი­დეს ჩემს კონ­ცერ­ტ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნ­და, სა­კუ­თარ მსმე­ნელ­თან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მი­ათ­მაგ­დე­ბა. რო­დე­საც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მო­სას­მე­ნად მო­დის ადა­მი­ა­ნი, ეს მის დახ­ვე­წილ და მა­ღალ გე­მოვ­ნე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რაც პრინ­ციპ­ში, გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც მიკ­ვირს.

- ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბა არ­სე­ბობს?

- კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა არის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი, რთუ­ლი და მი­უწ­ვ­დო­მე­ლი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ვერ აღიქ­ვამს კლა­სი­კურ მუ­სი­კას და არ შე­იძ­ლე­ბა, ამის გა­მო მათ გა­ვუ­ჯავ­რ­დეთ ან ვუ­საყ­ვე­დუ­როთ. ეს იგი­ვეა, ეჩხუ­ბო ადა­მი­ანს იმი­სათ­ვის, რომ ნი­ჭი არ აქვს.

- თქვე­ნი აზ­რით, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი სჭირ­დე­ბა?

- კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნას ნი­ჭი კი არა, მოთხოვ­ნი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ნი­ჭიც გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ამ მოთხოვ­ნი­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სინ­თე­ზია. ადა­მი­ანს მუ­სი­კის მოს­მე­ნა მოთხოვ­ნი­ლე­ბად უნ­და ექ­ცეს.

- უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში გა­გი­მარ­თავთ სო­ლო კონ­ცერ­ტი. რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან?

- ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ყო­ველ­თ­ვის მი­ჭირს. არ ვი­ცი, რო­გორ გად­მოგ­ცეთ ის, თუ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ქარ­თ­ველ და უცხო­ელ მსმე­ნელს შო­რის... გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არის, თან - ძა­ლი­ან დი­დი, მაგ­რამ ამას ვერ ვამ­ბობ, ამის ფორ­მუ­ლი­რე­ბა მი­ჭირს.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა (ი­ღი­მის).

- შო­პე­ნი თუ ბეთ­ჰო­ვე­ნი, რო­მელ კომ­პო­ზი­ტორს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- უდა­ვოა, რომ ყვე­ლა კომ­პო­ზი­ტო­რი ჩემ­სა და ყვე­ლა შემ­ს­რუ­ლე­ბელ­ზე მაღ­ლა დგას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა გა­ნურ­ჩევ­ლად მიყ­ვარს... ბეთ­ჰო­ვე­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად, უდი­დე­სი სამ­ყა­როა... ასე­ვეა ჩემ­თ­ვის შო­პე­ნიც, ბრამ­სიც, ბა­ხიც, ბარ­თო­კიც და ასე შემ­დეგ...

- თქვე­ნი აზ­რით, რა არის იმის­თ­ვის სა­ჭი­რო, რომ გახ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში, - შრო­მა. უნ­და იშ­რო­მო და ის­წავ­ლო იმ­დე­ნი, რა­მდე­ნა­დაც გინ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა მხო­ლოდ შრო­მაა და მე­ტი არა­ფე­რი.

- 20 იან­ვარს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში სო­ლო კონ­ცერ­ტი და დის­კის პრე­ზენ­ტა­ცია გქონ­დათ. რო­გორ ჩა­ი­ა­რა ამ სა­ღა­მომ?

- ამ კონ­ცერ­ტ­ზე ჩე­მი ახა­ლი პროგ­რა­მით წარ­ვ­დე­ქი. ჩე­მი მსმე­ნე­ლი არა­სო­დეს ტო­ვებს ჩემს კონ­ცერ­ტებს. იქ იყ­ვ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნის დი­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბა აქვთ.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს შემ­დეგ, საზღ­ვარ­გა­რე­თაც ხომ არ გაქვთ და­გეგ­მი­ლი სო­ლო კონ­ცერ­ტი?

- დი­ახ, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე სო­ლო კონ­ცერ­ტი საზღ­ვარ­გა­რე­თაც მაქვს და­გეგ­მი­ლი.

- რო­გორც ვი­ცი, საზღ­ვარ­გა­რეთ მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლა­დაც გიწ­ვე­ვენ.

- დი­ახ, ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ მიწ­ვე­უ­ლი მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ერ­თი პე­რი­ო­დი, მარ­ტო სო­ლო კონ­ცერ­ტით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბოდ­ნენ, აუცი­ლებ­ლად მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი უნ­და ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა (ი­ღი­მის).

- თქვენს კონ­ცერ­ტ­ზე დას­წ­რე­ბა, ბი­ლე­თის ფასს ვგუ­ლის­ხ­მობ, რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ქარ­თ­ვე­ლი მსმე­ნე­ლის­თ­ვის?

- ჩე­მი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თის ფა­სი ყვე­ლა ფე­ნის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია: ათი ლა­რი­დან იწყე­ბა... ასე რომ, კონ­ცერ­ტ­ზე დას­წ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

- 2 წლის წინ თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლედ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ პოს­ტ­ზე უარი თქვით?

- მო­დი, ამ კითხ­ვა­ზე მოკ­ლე და საკ­მა­ოდ კონ­კ­რე­ტულ პა­სუხს გაგ­ცემთ: მი­ხა­რია, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა არ და­ვი­კა­ვე.

- ამ გან­ცხა­დე­ბას ალ­ბათ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზიც აქვს...

- დი­ახ... ამ გან­ცხა­დე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი დრომ დაგ­ვა­ნახ­ვა...

- თქვენ რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რი იყოთ, რას შეც­ვ­ლი­დით ამ სფე­რო­ში?

- მე რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რი ვი­ყო, ალ­ბათ პირ­ველ რიგ­ში, ხე­ლო­ვა­ნებ­ზე ვიზ­რუ­ნებ­დი. მარ­ტო იმას კი არ გა­ვა­კე­თებ­დი, რაც ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, არა­მედ თი­თო­ე­ულ ხე­ლო­ვანს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შე­ვუწყობ­დი ხელს. აღ­ვად­გენ­დი მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუ­მებს, გან­ვა­ვი­თა­რებ­დი იმ დარ­გებს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს სწო­რად და სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ა­ნახ­ვებ­და, თუ რა არის ნამ­დ­ვი­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლოვ­ნე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი იმ ტრა­დი­ცი­ებს, რაც ქარ­თ­ველ ერს ამ სფე­რო­ში ოდით­გან­ვე ჰქონ­და.

- თქვე­ნი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი ვინ არის?

- ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი შემ­ფა­სე­ბე­ლი დე­დაა, შემ­დეგ - მსმე­ნე­ლი. თუმ­ცა გეტყ­ვით აქ­ვე, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­დას ჯერ ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს, რომ რო­მე­ლი­მე ჩე­მი შეს­რუ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იყო. ის არა­სო­დეს მა­ქებს. ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის სტი­მუ­ლი და "ჟილ­კა" არის ის, რომ სა­კუ­თარ დე­დას ვათ­ქ­მე­ვი­ნო, - ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი კარ­გად შე­ას­რუ­ლეო (ი­ღი­მის).

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ა­არ­სეთ ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია, რომ­ლის რექ­ტო­რიც თა­ვად ბრძან­დე­ბით. რა ასა­კი­დან იღებთ ბავ­შ­ვებს აკა­დე­მი­ა­ში?

- დი­ახ, 2 წლის წინ, პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია და­ვა­არ­სე, სა­დაც 16 წლამ­დე ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ის­წავ­ლი­ან. აკა­დე­მი­ის მი­ზა­ნია, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყოს ხე­ლი და ასე­ვე, უცხო­ე­ლი დი­დი ხე­ლო­ვა­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბას მო­მა­ვალ თა­ო­ბას­თან. გა­ნა ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სა­ჭი­რო საქ­მე არ არის?! ჩე­მი დი­დი თხოვ­ნაა, ნუ გავ­ყ­რით ყვე­ლას საზღ­ვარ­გა­რეთ და მე­რე ნუ ვუ­ყუ­რებთ ჩვენს გე­ნი­ო­სებს შო­რი­დან, ისი­ნი ხომ აქ, ჩვენ გვერ­დით არი­ან. ვის­წავ­ლოთ სა­კუ­თა­რის ჩვე­ნი­ვე სამ­შობ­ლო­ში და­ფა­სე­ბა და არა - სხვი­სი ნათ­ქ­ვა­მის შემ­დეგ კუ­დის ქი­ცი­ნი.

სო­ფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება