ჰოლივუდში რიგით 86-ე "ოსკარის" ნომინანტები ტრადიციულ ვახშამზე შეკრიბეს, რომელიც დაჯილდოების ცერემონიამდე სამი კვირით ადრე ეწყობა.
ლეონარდო დიკაპრიო უკვე მერამდენედ შეეცდება ოქროს ქანდაკების მოპოვებას, რომელიც ყოველ წელს ხელიდან უსხლტება. თუმცა, წელს ჯილდოს მოპოვების ალბათობა საკმაოდ დიდია.
დიკაპრიო "ოსკარზე" "უოლ სტრიტის მგელში" შესრულებული როლისთვისაა წარდგენილი. მის კონკურენტებს შორისაა მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი: "ეს ჩემი პირველი ნომინაციაა. ოდესმე კიდევ ვიქნები თუ არა ნომინანტთა შორის, არავინ იცის. თუმცა, პირველი ნომინაცია არასოდეს განმეორდება. ამიტომ მე ვცდილობ, ეს შანსი გამოვიყენო" - აღნიშნა მაკკონაჰიმ.
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წელს 9 ფილმი იბრძოლებს. ყველაზე მეტ ნომინაციაში წარდგენილია ფილმი "ამერიკული აფერა" და ალფონსო კუარონის "გრავიტაცია" .
იხილეთ ვიდეო
ასევე დაგაინტერესებთ:
"ოსკარის" ნომინანტები გამოვლინდნენ
მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით