"ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს"

"ნინისა და ირაკლის ამბავში რომ გამხვიეს, არც მიკვირს"

როგორც წესი, ყოველი წლის იანვარში აჩი ფურცელაძე თბილისში რამდენიმე დღით ჩამოდის. მიზეზი დედის დაბადების დღეა, 27 იანვარს, დედას კი სიურპრიზის გარეშე ვერ დატოვებს. შარშან აჩი თბილისს შეყვარებულთან ერთად ესტუმრა, რომელიც მოგვიანებით მისი ცოლი გახდა. წელს კი მარტო ჩამოვიდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ყოფილ ცოლთან, თამუნა მუსერიძესთან, ახლო ურთიერთობამ დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოებაში ჭორები გამოიწვია. თბილისში ძირითად დროს მასთან ერთად ატარებს. თამუნაც ცდილობს, ყოფილ ქმარს საქართველოში პიარი არ მოაკლოს და ერთ-ერთ კლუბში საღამოც გაუმართა. აჩის საღამოზე "უკბილოდ" სიმღერამ მოუწია. თბილისში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ამჯერად კბილებიც ყოფილა, ახალი კბილები ჩაისვა და მოსკოვში "ჰოლივუდის ღიმილით" დაბრუნდა. იქ უკვე დიდი გეგმები აქვს. მართალია, ცნობილი რუსული ჯგუფ "ნი პარა"-ს სოლისტობა არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, ახლა სოლოალბომზე იწყებს მუშაობას.

- უკბილო ბებერივით გამომივიდა ყოფნა, მაგრამ ძალიან არ მემჩნეოდა. რაღაც მინდოდა შემეცვალა. სცენა მოითხოვს, რომ ფორმაში იყო. არ მიყვარს, როცა რაღაცას იკეთებენ და ამას მალავენ. ყველას გახსოვთ ალბათ, როგორი ცხვირი მქონდა, მჭირდებოდა ოპერაცია, გავიკეთე და მგონი, ნორმალურ ადამიანს დავემსგავსე. პრობლემური კბილები არ მქონდა, მაგრამ მინდოდა, უფრო თეთრი და სხვა ფორმის მქონოდა. არის რაღაც პათოლოგიები, რაც შეიძლება გამოასწორო და ვასწორებ. ცოტა დისკომფორტია, მაგრამ არა უშავს. როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

ჩემი აქ ყოფნის უპირველესი მიზეზი კი, კბილების გარდა, რა თქმა უნდა, დედაჩემია. შარშან გრანდიოზული დაბადების დღე გადავუხადე, წელს კი კატეგორიულად არ ისურვა ასეთი რაღაცები. სახლში, მის სამეგობრო წრეში აღვნიშნეთ. ფულს ვჩუქნი ხოლმე, რომ თავისი სურვილით რამე იყიდოს. ბევრი რამ შეიძინა და ძალიან ბედნიერია, მეც უფრო ბედნიერი ვარ, როცა მას რაღაც უხარია.

- აჩი, შარშან შეყვარებულთან ერთად იყავი ჩამოსული, წელს რატომ ხარ მარტო?

- შარშან შეყვარებულთან ერთად ვიყავი ჩამოსული, შეყვარებული ახლა მეუღლე გახდა და მოსკოვში დარჩა. პრობლემები ჰქონდა, იქ უნდა ყოფილიყო და ამიტომ. დროის ფაქტორი იყო და თავისი საქმეები გასაკეთებელი ჰქონდა. მომავალში ჯვრისწერა გვაქვს დაგეგმილი. ხელი იქ უკვე მოვაწერეთ, მაგრამ ქორწილი აუცილებლად თბილისთან უნდა იყოს დაკავშირებული.

- ამჯერად შენმა თბილისში ყოფნამ შენსა და თამუნა მუსერიძეზე ბევრი ჭორი გაავრცელა, ამბობენ, სულ ერთად არიანო...…

- საზოგადოებას, რამდენადაც მივხვდი, გაუკვირდა ჩემი და თამუნას ურთიერთობა. თან ჩემი თამუნასადმი დამოკიდებულება კი არა, თამუნასი უკვირთ, მაგრამ რატომ, ვერ გავარკვიე. მას 10 წელია ვიცნობ, აქედან ერთი წელი ერთად ვიყავით. ყველა ვარიანტში ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილია, ძალიან მიყვარს და ჩემი მეგობარია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება