მაია ასათიანი ბაზრობაზე ტანსაცმლის შეძენას არ ერიდება

მაია ასათიანი ბაზრობაზე ტანსაცმლის შეძენას არ ერიდება

ჩვენ ისევ ვაგრძელებთ რუბრიკას გემო-მეტრი და ამჯერად რესპონდენტებად ჟურნალისტი მაია ასათიანი და მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი შევარჩიეთ. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენი რუბრიკის მიზანია, გავიგოთ, რომელ სტილისტთან იჭრიან თმას, უვლიან სახის კანს, სად იძენენ ტანსაცმელს ან რომელ რესტორანს სტუმრობენ ყველაზე ხშირად ქართველი ვარსკვლავები.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ''რეიტინგში'' ამ თემასთან დაკავშირებული ახალი რუბრიკა შემოგთავაზოთ. ალბათ, ეს კითხვები ბევრ თქვენგანს გაგჩენიათ მაშინ, როდესაც ტელევიზიით მათი ჩაცმულობა ან ვარცხნილობა განსაკუთრებულად მოგწონებიათ.

პირველ თემად ტანსაცმლის მაღაზიები და რესტორნები ავირჩიეთ. ცნობილ ადამიანებს შევეკითხებით, სად იძენენ ტანსაცმელს და რომელ რესტორანს სტუმრობენ ყველაზე ხშირად. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ პასუხებს დავაჯამებთ და გამოვავლენ

მაია ასათიანი:

- როგორც იცით, ჩემს ჩაცმულობაზე გადაცემაში ავთანდილი ზრუნავს. რაც შეეხება ყოველდღიურ ჩაცმულობას, კონკრეტული ბრენდის ტანსაცმელს არ ვატარებ. რაც მომეწონება და უფრო პრაქტიკულია, იმას ვირჩევ. არ მიყვარს ტანსაცმლის გაფეტიშება და დიდი თანხის გადახდა, რადგან როგორი ხარისხიანიც უნდა იყოს, დროთა განმავლობაში მაინც ფუჭდება. ტანსაცმლის შესაძენად ბოლო დროს უფრო ''თბილისი მოლში'' მივდივარ.

- ჯინსს რომელ მაღაზიაში იძენ?

- ჯინსი ყველაზე მეტად მაქვს ამოჩემებული. რამდენჯერმე ვცადე და გადაცემაშიც მეცვა, თუმცა ამ დროს მაინც მაყურებლის აზრს ვითვალისწინებ. მათ უფრო მოსწონთ, როცა კლასიკური სტილის კაბები მაცვია. ჯინსზეც ასე ვარ, სადაც მომეწონება, იქ ვიძენ, მთავარია, ტანზე მომერგოს.

- ბაზრობაზე თუ შეგიძენია ტანსაცმელი?

- კი, როგორ არა. ლილოს ბაზრობაზეც შემიძენია და შემდეგ იგივე რაღაც ელიტურ მაღაზიაში მინახავს, მაგრამ ათჯერ მეტი ღირდა. ადამიანების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ბაზრობებზე უარს ამბობენ. თუ ვიცი, რომ იქ რაღაც ხარისხიანი და კარგი იყიდება, მივდივარ და ვიძენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება