"როცა კაცი გქვია, დგახარ და ქალივით ჭორაობ, უხერხულია" - ვანო ჯავახიშვილი ბაკურ სვანიძეს

"როცა კაცი გქვია, დგახარ და ქალივით ჭორაობ, უხერხულია" - ვანო ჯავახიშვილი ბაკურ სვანიძეს

"აბა მითხარით, რა საამაყოა "რუსთავი2"-ში მუშაობა? ის ხალხი უფრო არ ამაყობს, "მეცხრე არხი" რომ დაუხურეს? დღემდე ამაყად დაიარებიან ქუჩაში უმუშევრად",- ვანო ჯავახიშვილის ამ ხუმრობამ იუმორისტი ბაკურ სვანიძე მწყობრიდან გამოიყვანა და ჯავახიშვილს ვრცელი, კრიტიკული და არაკორექტული მიმართვა მიუძღვნა, სადაც შოუმენი, სხვა "ლამაზ სიტყვებთან" ერთად, ნაგვადაც მოიხსენია:

"საბედნიეროდ ამ ქვეყანაში ყველა შენნაირი და თქვენნაირი ნაგავი არ არის და ადამიანებისთვის სიტყვა "სიამაყე" მაღალანაზღაურებად სამსახურთან არ ასოცირდება!

დებილი რომ იყავი ყოველთვის ვიცოდი პრინციპში…

ჩა****ი სამსახურშიც, მაღალ ანაზღაურებაშიც და პრემიაშიც, შე მართლა ნაგავო კაცო შენ!

ტფუ!!!", - წერს სვანიძე.

ბაკურ სვანიძის და ვანო ჯავახიშვილის და მისი გუნდის დაპირისპირება უკვე წლებია გრძელდება. "კომედი შოუდან" წლების წინ წამოსული იუმორისტი, შარშან, ”პალიტრატივის” ეთერში კვლავ ამ გუნდის ამორალურ საქციელზე ყვებოდა. მისი თქმით, კომედი შოუს გუნდი მხარს უჭერდა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს და სხვა ამგვარ ქმედებებს.

ვანო ჯავახიშვილი:

- მისი ჩემდამი მოძღვნილი წერილი არ წამიკითხავს და ბაკურ სვანიძის ბლოგებს ზოგადად არც ვეცნობი ხოლმე. ჩვენ ვერ შევარჩევთ იმ ხუმრობას, რომელიც მაინცდამაინც ბაკურას მოეწონება. ზოგადად, ბაკურ სვანიძის ბოროტულ ბლოგებს ჩვენ პასუხებს არ ვცემთ. განა იმიტომ, რომ ჩვენს ტოლად არ მიგვაჩნია, უბრალოდ ჯობია, რაღაც სხვა საქმით დაკავდეს. თვითონაც ხომ იუმორისტი იყო? აკეთოს თვითონაც კარგი იუმორი, ეს ჩემი რჩევა იქნება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება