"უოლ სტრიტის მგელი" სკორსეზეს ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანია

"უოლ სტრიტის მგელი" სკორსეზეს ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანია

"ოსკარზე" ნომინირებული "უოლ სტრიტის მგელი"  (The Wolf of Wall Street) რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 300 მლნ დოლარი მოაგროვა.

რეჟისორის წინა რეკორდი - 294.8 მილიონი,  2009 წელს გადაღებულმა ფილმმა ”დაწყევლილთა კუნძულმა” (Shutter Island) დაამყარა. ამ ფილმშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

"უოლ სტრიტის მგელი"  ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის მიხედვით არის გადაღებული, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. სურათი ბროკერის მარცხზე მოგვითხრობს. მისი სცენარი ადამიანი-ლეგენდის, ჯორდან ბელფორტის მემუარებს ეფუძნება, რომელიც მილიარდებს შოულობდა და მათ იახტებსა და ნარკოტიკებში ფლანგავდა, საბოლოოდ კი ციხეში აღმოჩნდა.

ამჟამად ბელფორტმა ნარკოტიკებს და ალკოჰოლს თავი დააღწია და ფულს კორპორატიული ტრენინგებით შოულობს. მან სცენარზე მუშაობაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. სცენარი ტერენს უინტერმა დაწერა, რომელიც "სოპრანოს კლანის" და " მიწისქვეშა იმპერიის" ავტორია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება