რა ჯდე­ბა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა

რა ჯდე­ბა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა

ქარ­თუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბი და ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლე­ბი თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა და­იპყ­რო. ჩვენს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს უცხ­ო­უ­რი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის ყიდ­ვა და გახ­მო­ვა­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ია­ფი უჯ­დე­ბათ, ვიდ­რე - სა­მა­მუ­ლოს გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა ქარ­თული ტე­ლე­არ­ხე­ბის ეთერ­ში ად­გი­ლი ქარ­თულ­მა სე­რი­ა­ლებ­მაც და­იმ­კვიდ­რეს და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ რე­ი­ტინ­გუ­ლი­ა.

ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვი­ა, რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა­ზე. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა და სტუ­დი­ებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვეს. თუმ­ცა "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" სხვა­დას­ხვა წყა­როს­გან მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ა, თუ და­ახ­ლო­ე­ბით რა ჯდე­ბა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბა.

გა­ირ­კვა, რომ ტე­ლე­სე­რი­ა­ლის თი­თო სე­რი­ის გა­და­სა­ღე­ბი თან­ხა 4 ათა­სი­დან 10 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს და შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი ას­ცდეს კი­დეც ამ ზღვარს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­და­ღე­ბის ად­გილ­ზე - სტუ­დი­უ­რი­ა, პა­ვი­ლი­ონ­ში იღე­ბენ, ქუ­ჩა­ში თუ სხვა­გან; ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რა თან­ხას მო­ითხ­ოვს რე­ჟი­სო­რი და ესა თუ ის მსა­ხი­ო­ბი (რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბისა და მსა­ხი­ო­ბის ცენ­ზი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით) და რამ­დე­ნის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს სტუ­დი­ას ან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას; ყო­ველ­დღი­უ­რია სე­რი­ა­ლი თუ მხო­ლოდ უქ­მე­ებ­ზე ან თუნ­დაც კვი­რა­ში ერ­თხელ გა­დის ეკ­რან­ზე; გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კი­დევ, რამ­დე­ნად იყი­დის იმ სე­რი­ალს კონ­კრე­ტუ­ლი არ­ხი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თი­თო სე­რი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 17 ათა­სამ­დეც აღ­წევს.

მა­გა­ლი­თად, კი­ნოს ტი­პის სე­რი­ა­ლე­ბი, რო­გო­რიც იყო "ცხე­ლი ძაღ­ლი" ან არის "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს, გა­ცი­ლე­ბით ძვი­რად ფა­სობს, ვიდ­რე, ვთქვათ, ასე­ვე რე­ი­ტინ­გუ­ლი სტუ­დი­უ­რი "შუა ქა­ლაქ­ში". რო­გორც გვითხ­რეს, "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერ­თი სე­რი­ა, და­ახ­ლო­ე­ბით, 7 ათა­სი­დან 10 ათა­სამ­დე ჯდე­ბა.

ირმა ხარშილაძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება