ჯასტინ ბიბერის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმიდან აიღეს

ჯასტინ ბიბერის ფიგურა მადამ ტუსოს მუზეუმიდან აიღეს

მადამ ტუსოს ცნობილი მუზეუმის ნიუ-იორკის ფილიალიდან მომღერალ ჯასტინ ბიბერის ცვილის ფიგურა აიღეს.

გალერეის თანამშრომლებმა გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ რამდენიმე წლის მანძილზე დამთვალიერებელთა გადამეტებული ყურადღების გამო, იგი უვარგისი გახდა.

საქმე ის არის, რომ კანადელი მომღერლის ცვილის ორეული მუზეუმის დარბაზში ღობის გარეშე იდგა და გულშემატკივრებს შეეძლოთ, მას ხელით შეხებოდნენ. შედეგად, ცვილის ფიგურა გაფუჭდა. ამიტომ ექსპონატი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე დარბაზიდან აიღეს.

მომზადებულია loveradio-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება