დაამარცხებს თუ არა სავაშ ბალდარს გიორგი აგიაშვილი

დაამარცხებს თუ არა სავაშ ბალდარს გიორგი აგიაშვილი

ოთხშაბათს ''ნანუკას შოუში'' ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ჯორჯ ფინი, იგივე გიორგი აგიაშვილი გავიცანით. უდავოდ საინტერესო იყო კიდევ ერთი ქართველის გამოჩენა ჰოლივუდში, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა გიორგის ფილმოგრაფიისთვის და მის მიერ შესრულებული როლებისთვის.

გიორგი ჯერ არ არის ''ჰოლივუდის ვარსკვლავი'', როგორც ამან გადაცემაში გაიჟღერა, თუმცა სამომავლოდ ამის დიდი პერსპექტივა აქვს - კარგი გარეგნობით, უდაო ნიჭით გამოირჩევა და ჰოლივუდის ბომონდშიც უკვე შეღწეული აქვს. აქედან კი ნამდვილ ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე სულ ცოტა ნაბიჯი დარჩა.

ჯერჯერობით მის შესახებ ინტერნეტში არ მოიძებნება ბევრი ინფორმაცია, ძირითადად ყველგან ის წერია, რომ გიორგი თბილისშია დაბადებული რეჟისორისა და მწერლის ოჯახში. გიორგის მამა დავით აგიაშვილი ცნობილი რეჟისორი იყო, ''კინოსტუდია ქართული ფილმის'' რედაქტორი, ცნობილი კინოპროექტის თბილისი, Tbilisi I Love You-ს სულის ჩამდგმელი. ასევე სახელგანთქმული იყო გიორგის პაპა - ნიკოლოზ აგიაშვილი, დავით აგიაშვილის მამა, მწერალი გახლდათ.

2 წლის იყო გიორგი, როცა ატლანტაში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად. მერე კი დედამისმა გაგზავნა მისი მონაცემები სხვადასხვა სააგენტოში და მისი კარიერაც დაიწყო. 12 წლისას ჰქონდა პირველი პატარა როლი სარეკლამო რგოლში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება