მოლდოვა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს უახლოვდება

 მოლდოვა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს უახლოვდება

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოლდოვასთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას შენგენის ზონის ქვეყნებში. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვასთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროპარლამენტის 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ორის წინააღმდეგ.

"ევროპარლამენტარებს შორის ფართო კონსესუსია იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვას ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად, იმსახურებს უვიზო რეჟიმს", - განუცხადა "რადიო თავისუფლების" მოლდოვას სამსახურს ევროპარლამენტარმა მარიან-ჟან მარინესკუმ.

ამასთან, მარინესკუს განცხადებით, მოლდოვას მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობა ყველაზე გვიან მაისის ბოლოდან ან ივნისის დასაწყისიდან შეეძლებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტი ამ გადაწყვეტილებას 25 თებერვლის პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს.

მოლდოვასთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ განცხადება ნოემბერში, ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტის დროს გაკეთდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა