"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა"

"მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა"

ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი და ამის სა­ფუძ­ვე­ლი გა­სა­ო­ცა­რი, თა­ვი­სე­ბუ­რი ხმით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა კი არა, მი­სი მწერ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და. წლე­ბია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობს. გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა კარ­გა ხა­ნია, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, მაგ­რამ არც ფეს­ვე­ბი და­უ­კარ­გავს და არც ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი სი­მი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს სიმ­ღე­რით, სიტყ­ვით თუ უსიტყ­ვოდ მუ­დამ ეხ­მი­ა­ნე­ბა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მომ­ღე­რალს, მსა­ხი­ობს, მხატ­ვარს, რე­ჟი­სორ­სა და მწე­რალს, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა მე­ნაბ­დეს სტუმ­რობს.

- ვერც მე წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სა­კუ­თა­რი წიგ­ნით თუ წარ­ვ­დ­გე­ბო­დი ქარ­თ­ვე­ლე­ბის წი­ნა­შე. იგავ-არა­კე­ბის ჟან­რი სა­გან­გე­ბოდ ნამ­დ­ვი­ლად არ ამირ­ჩე­ვია, მგო­ნი პი­რი­ქით - ამ ჟან­რ­მა თვი­თონ ამირ­ჩია. არ­სე­ბობს ხი­ლუ­ლი იუმო­რი, რო­მე­ლიც ბევრ ქარ­თ­ველს ჰქონ­და: ვახ­ტანგ ჭყო­ი­ძეს, გია ფე­რა­ძეს, ჯე­მალ თო­ფუ­რი­ძეს, ნი­აზ დი­ა­სა­მი­ძეს, "ლორ­თ­ქი­ას" (გუ­რამ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძეს) - ღმერ­თ­მა აცხო­ნოს მა­თი სუ­ლე­ბი... მაგ­რამ მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე და­ფა­რუ­ლი იუმო­რი მაქვს.

- წიგ­ნის­თ­ვის წა­გიმ­ძღ­ვა­რე­ბი­ათ: "ბევ­რ­ჯერ ვცა­დე სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან სხვა ქა­ლაქ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ქა­ლა­ქე­ბი აქეთ-იქით შე­მო­მე­ფან­ტ­ნენ... ამი­ტო­მაც ქარ­თულ იგავ-არა­კებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­ვით ვჩუქ­ნი ჩემს მკითხ­ველს..." ვინ გა­ურ­ბის სა­კუ­თარ თავს, ვინ - იკე­ტე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში, უღ­რ­მავ­დე­ბა...

- ისე თუ ჩა­უღ­რ­მავ­დი, რო­გორც ამას ბა­ტო­ნი მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი აკე­თებ­და, რა ჯო­ბია. ეს წიგ­ნი ბა­ტო­ნი მე­რა­ბის ხსოვ­ნას მი­ვუძღ­ვე­ნი, რად­გან, ხმა­მა­ღალ ნათ­ქ­ვა­მად თუ არ ჩა­მით­ვ­ლით, მა­მა­ჩე­მის შემ­დეგ თუ­კი ვინ­მემ რა­ი­მე სიღ­რ­მი­სე­უ­ლად მას­წავ­ლა, სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვენ ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე­რა­ბი გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლა­დაც კი მო­სუ­ლა ხოლ­მე ჩემ­თან, შინ, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. და ეს რამ­დენს ნიშ­ნავს - შენს პა­ტა­რა სივ­რ­ცე­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, კოს­მო­სი შე­მო­დის! ალ­ბათ, უფა­ლი და­მეხ­მა­რა და შე­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­მეკ­რი­ბა ირ­გ­ვ­ლივ, ვის­გა­ნაც რა­ი­მეს შე­ვის­წავ­ლი­დი, შე­ვიტყობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტი თუ არ გახ­და, მა­შინ ფუ­ჭად ჩა­უვ­ლია ცხოვ­რე­ბას. ჩე­მი არა­კე­ბიც ამის პა­სუ­ხია... რუ­სეთ­ში ბა­ტონ­მა პეტ­რე ფო­მენ­კომ, მოს­კო­ვის ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სტუ­დია-თე­ატ­რის მთა­ვარ­მა რე­ჟი­სორ­მა მი­მიწ­ვია, - თუნ­დაც არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, მინ­და ჩემს თე­ატ­რ­ში იყოო. ამ სიტყ­ვე­ბით მან სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი, თო­რემ ფო­მენ­კო უსაქ­მურ ადა­მი­ანს რო­გორ აიტანს გვერ­დით! სა­ერ­თოდ, მე ვარ ადა­მი­ა­ნი, კა­ტა­სა­ვით თა­ვის­თ­ვის რომ და­ი­ა­რე­ბა და არას­დ­როს არა­ვის­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა. მაგ­რამ ბა­ტო­ნი პეტ­რეს მოწ­ვე­ვა­ზე უარი ვერ ვთქვი, რად­გან ვი­ცი, ეს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. თვი­თონ­ვე შე­ვიზღუ­დე თა­ვი და მთე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს. სა­ერ­თოდ, ჩე­მი ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ რუ­სეთს უკავ­შირ­დე­ბა. თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის, ამ­ჟა­მინ­დე­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მი­შა თუ­მა­ნიშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს ვერ გა­ვუ­გეთ, კონ­ფ­ლიქ­ტი მო­მი­ვი­და და წა­მო­ვე­დი. მე­რე "რე­რო­ში" ვმღე­რო­დი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უფ­რო სხვა ას­პა­რე­ზი მჭირ­დე­ბო­და და იქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი. მოს­კოვ­ში 1971 წელს, 22 წლი­სა ჩა­ვე­დი და "გი-ტი-სი­ში" სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მოს­კო­ვის სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი... ბუ­ნე­ბით მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ, მიღ­წე­ულს ვერ ვჯერ­დე­ბი, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი რა­მით არ ვი­ფარ­გ­ლე­ბი. მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი რო­მან­სის შეს­რუ­ლე­ბა არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტო­მაც გა­ვა­კე­თე 1991 წელს ელექ­ტ­რო­კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­კი ნი­კა მა­ჩა­ი­ძეს­თან და გო­გი ძო­ძუ­აშ­ვილ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა ამ პრო­ექტს და დღე­საც აღაფ­რ­თო­ვა­ნებს მსმე­ნელს.

- "და დრო გა­დი­ო­და" - ასე ჰქვია თქვენს წიგნს. დრო გა­დის და რა­ღა­ცას გვაც­ლის, რა­ღა­ცას გვმა­ტებს, სადღაც წა­ი­ფორ­ხი­ლებ, იქ­ვე წა­მოდ­გე­ბი...

- თუ ბევრს ერ­თი ხე­ლის დაქ­ნე­ვით მი­უღ­წე­ვია რა­მის­თ­ვის, მე ყო­ველ­თ­ვის სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მი­წევს. ხალ­ხის მა­სას პუ­რი და სა­ნა­ხა­ო­ბა, გარ­თო­ბა სჭირ­დე­ბა, მე კი ვე­რა­ვის ვარ­თობ, არ შე­მიძ­ლია. აქ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, ყო­ველ­თ­ვის სიყ­ვა­რულს ვი­ღებ. რაც ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ტან­ჯია-გა­და­მი­ტა­ნია, დავ­ცე­მულ­ვარ თუ ვინ­მეს გა­ვუ­თე­ლი­ვარ, ქარ­თ­ველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ათ­მა­გად და­მიბ­რუ­ნა სიყ­ვა­რუ­ლით, ამი­ტომ ცუ­დი აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს.

ესაუბრა ირმა ხარშილაძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება