ბრეივიკი საკანში ვიდეოთამაშების თანამედროვე ვერსიის შეტანას მოითხოვს

ბრეივიკი საკანში ვიდეოთამაშების თანამედროვე ვერსიის შეტანას მოითხოვს

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი შიმშილობის დაწყებით იმუქრება, თუ საკანში ვიდეოთამაშებს არ შეუტანენ. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრეივიკმა ციხის ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა, სადაც ჩამოთვლილ უამრავ მოთხოვნათა შორის, ნორვეგიელი ტერორისტი ითხოვს, რომ მისთვის გამოყოფილი სათამაშო მოწყობილობა Playstation 2 უფრო თანამედროვე Playstation 3-ით შეუცვალონ.

ამასთან, ბრეივიკი უკმაყოფილებას გამოთქვამს ციხეში მისთვის შექმნილი პირობებით, რასაც წამებას უწოდებს.

"თქვენ მე ჯოჯოხეთში მამყოფებთ და ასეთ პირობებში დიდხანს ვერ გადავრჩები. თქვენ მე მკლავთ. შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი ანდერს ანუნდსენი და პენიტენციური საქმეების ხელმძღვანელი არ შეწყვეტენ ჩემთან ცხოველივით მოპყრობას", - წერს ბრეივიკი წერილში.

2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოს სამთავრობო კვარტალში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. იმავე დღეს მან კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში 69 ადამიანი დახოცა, მათ შორის იყო ქართველი სტუდენტი თამთა ლიპარტელიანი.

ანდერს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა