"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი წლის ყველაზე სასურველი ქალია

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი წლის ყველაზე სასურველი ქალია

პოპულარულმა ამერიკულმა პორტალმა Askmen.com "პლანეტის 99 ყველაზე სასურველი ქალის" ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. წელს რეიტინგის სათავეში სერიალ "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი ემილი კლარკია. პორტალის რედაქტორის თქმით, კლარკის ასეთი შედეგი სერიალის პოპულარულობითა და პერსონაჟის ძლიერი ხასიათითაა განპირობებული.

მეორე ადგილზე სერიალ Community-ს ვარსკვლავი ელისონ ბრია.  მესამე ადგილი კი მოდელმა ემილი რატაჯკოვსკიმ დაიკავა. მეოთხე პოზიციაზე  ჯენიფერ ლოურენსია, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილს იკავებდა.

99 სასურველი ქალის რეიტინგში მეხუთე ადგილი მსახიობ ემა უოტსონს უჭირავს.

გარდა ამისა, რეიტინგში მოხვდნენ კეიტ მოსი (მე-10 ადგილი),  სკარლეტ იოჰანსონი (მე-16 ადგილი), კეიტ მიდლტონი (35-ე ადგილი), კეიტ ბლანშეტი (44-ე პოციზია) და სხვა.

ყოველწლიურად საიტზე მთელს მსოფლიოში მილიონობით მამაკაცი სასურველ ვარსკვლავს ხმას აძლევს. წელს გამოკითხვაში 2.5 მლნ ადამიანი მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

რეიტინგის სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

მომზადებულია uk.askmen.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება