ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი ჯერ კი­დევ "ქურ­დუ­ლებს" უს­მენს

ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი ჯერ კი­დევ "ქურ­დუ­ლებს" უს­მენს

ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ ჯგუ­ფი Metallica-ს წევ­რე­ბი კა­რი­ე­რის და­საწყი­სში ქუ­ჩა­ში უკ­რავ­დ­ნენ და ასე გახ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი. 90-იანი წლე­ბი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­ამ­ჩ­ნევ­დით მუ­სი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში იდ­გ­ნენ და უკ­რავ­დ­ნენ. ეს მა­თი მხრი­დან პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვაც იყო და თა­ვის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც. დღე­საც ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ გზით ირ­ჩე­ნენ თავს.

და­ვინ­ტე­რეს­დი, რა სი­ტუ­ა­ციაა ამ მხრივ და გა­ვე­მარ­თე იმ მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლე­ლის­კენ, სა­დაც ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი მე­გუ­ლე­ბო­და. არ­ჩილ ჩხე­ტი­ამ გულ­თ­ბი­ლად მი­მი­ღო და კითხ­ვებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხე­ბიც გამ­ცა.

- რო­დის და რა­ტომ და­იწყეთ ქუ­ჩა­ში დაკ­ვ­რა?

- და­ახ­ლო­ე­ბით თორ­მე­ტი წლის წინ. მა­შინ ბა­თუ­მი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ად­რე დღე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან ცო­ტა ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი იყო, გა­რეთ დაკ­ვ­რით ჩვენ პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის მი­მართ. ვცდი­ლობ­დით, სიმ­ღე­რით გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ­დ­რო­ინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხალ­ხი იმ დროს გვი­ყუ­რებ­და, რო­გორც მათხოვ­რებს, მა­წან­წა­ლებ­სა და ლო­თებს.

- ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ შე­იც­ვა­ლა თქვენ მი­მართ ხალ­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ხალხს მათხოვ­რე­ბი აღარ ვგო­ნი­ვართ. ფულს ად­რე იმი­ტომ ყრიდ­ნენ, რომ ვე­ცო­დე­ბო­დით, ახ­ლა კი ხში­რად ჩემ წინ დგე­ბი­ან და მის­მე­ნენ. რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩის მუ­სი­კო­სი საკ­მა­ოდ ცნო­ბილ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა. ზო­გი­ერ­თ­მა ჯგუ­ფიც შექ­მ­ნა. გა­დაწყ­ვი­ტეს, სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გა­ეც­ნოთ.

- ბარ­ში დაკ­ვ­რა არ გიც­დი­ათ? თუ იქ არ გი­ღე­ბენ?

- რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, ქუ­ჩა­ში დაკ­ვ­რა ჩე­მი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით ვირ­ჩენ­დი თავს. იყო მე­ო­რე მხა­რეც, - მსი­ა­მოვ­ნებ­და დაკ­ვ­რა. შემ­დეგ ჯგუ­ფი შევ­ქ­მე­ნით მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და და­ვიწყეთ ბარ­ში დაკ­ვ­რაც, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქუ­ჩა­ში სიმ­ღე­რა­ზეც არ მით­ქ­ვამს უარი.

- თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა შე­იც­ვა­ლა ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ახ­ლა მყავს ჯგუ­ფი Industrial City. თა­ვად ვწერთ მუ­სი­კა­სა და ტექ­ს­ტებს. ის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და არა მარ­ტო აქ. გვქო­ნია კონ­ცერ­ტე­ბი სომ­ხეთ­შიც, ასე­ვე გვწე­რენ სამ­ხ­რეთ ამე­რი­კი­დან და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან და ჩვენ­და­მი დიდ სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ. შარ­შან, ერთ-ერთ სა­იტ­ზე გა­მო­კითხ­ვა­ში ჩვენ­მა სიმ­ღე­რამ წლის სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა. ვცდი­ლობთ, წელ­საც და­ვიმ­სა­ხუ­როთ.

- თუ ყო­ფილ­ხართ სომ­ხე­თის გარ­და სხვა ქვე­ყა­ნა­ში და იქ თუ და­გიკ­რავთ ქუ­ჩა­ში?

- დი­ახ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. გარ­და იმი­სა, რომ მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო შე­მოვ­ლი­ლი მაქვს, ვყო­ფილ­ვარ აზერ­ბა­ი­ჯან­შიც, თურ­ქეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­შიც. იქაც, რა­ღა თქმა უნ­და, ქუ­ჩა­ში დაკ­ვ­რით ვირ­ჩენ­დი თავს. ამ ქვეყ­ნებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი მუ­სი­კო­სე­ბისა და მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­თ­ვის. მას "თა­ვი­სუ­ფა­ლი მუ­სი­კის ზო­ნას" უწო­დე­ბენ. კარგი იქ­ნე­ბო­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ასე იყოს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, იქ არა­ვინ მო­ვა და არ გეტყ­ვის, რომ ხელს უშ­ლი სიმ­ღე­რით. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია. ხში­რად მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლებს უჩხუ­ბი­ათ და უთ­ქ­ვამთ, - აქ ნუ დგა­ხარ, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რიაა და შე­ნი სიმ­ღე­რით ხე­ლი გვეშ­ლე­ბაო.

- ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლი შე­გიძ­ლი­ათ ერ­თ­მა­ნეთს შე­ა­და­როთ?

- ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი კითხ­ვაა. მა­თი შე­და­რე­ბა საკ­მა­ოდ იოლია და ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ალ­ბათ სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. უცხო­ეთ­ში არა­სო­დეს მო­სუ­ლა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უთხო­ვია ჩემ­თ­ვის, "ქურ­დუ­ლი" მუ­სი­კა და­მეკ­რა. აქ კი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა ბევ­რია. ამით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მსმე­ნე­ლის კულ­ტუ­რა და მი­სი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე მუ­სი­კა­ში. საზღ­ვარ­გა­რეთ უს­მე­ნენ იმას, რა­საც მე ვუკ­რავ და არ მაძ­ლე­ვენ ასეთ უც­ნა­ურ "შეკ­ვე­თებს". რო­ცა ადა­მი­ანს ეს­მის, რომ ვუკ­რავ The Doors-ს ან სხვა მსგავ­სი ჟან­რის მუ­სი­კას, აღარ უნ­და მთხო­ვოს "ქურ­დუ­ლე­ბის" შეს­რუ­ლე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლა ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბის მი­მართ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?

- მა­სა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს შე­უძ­ლი­ათ. რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ასევე უნ­და გა­ი­მარ­თოს ისე­თი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­დაც "ლე­გენ­და ჯგუ­ფე­ბი" ჩა­მოვ­ლენ. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა ერ­თხელ უკ­ვე იყო და Deep Purple ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბა კომ­პი­უ­ტე­რი­ზე­ბუ­ლია, ისი­ნი კომ­პი­უ­ტე­რებს ცუ­დად იყე­ნე­ბენ, მთე­ლი დღე "ფე­ის­ბუკ­ზე" არი­ან, რაც არაფ­რის­მომ­ცე­მია. ჩვენ დროს ყვე­ლაფ­რის მო­ძი­ე­ბა რთუ­ლი იყო, ბავ­შ­ვე­ბი წიგ­ნებ­სა და კა­სე­ტებს ვუც­ვ­ლი­დით ერ­თ­მა­ნეთს, დღეს კი ასე აღა­რაა, ყვე­ლა­ფე­რი ცხვირ­წინ აქვთ და არ იყე­ნე­ბენ.

ნა­თია მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება