"მა­მი­კო ძა­ლი­ან გაბ­რაზდა და სულ და­ჟე­ჟა იქა­უ­რე­ბი"

"მა­მი­კო ძა­ლი­ან გაბ­რაზდა და სულ და­ჟე­ჟა იქა­უ­რე­ბი"

9 წლის ლი­ზა ქი­რი­ა "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მა "დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვა­ნის და პრე­სის მი­მომ­ხილ­ვე­ლის ოთარ ქი­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი­ა. ლი­ზა სკო­ლა "ბაქ­სბუ­დის" მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ა. 9 წლის გო­გო­ნა ენაწყ­ლი­ა­ნი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მა­მა და სი­ურ­პრი­ზე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ გო­გო­ნა წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ა, ის დი­ზა­ი­ნე­რო­ბას აპი­რებს და თა­ვი­სუ­ფალ დროს ეს­კი­ზე­ბზე მუ­შა­ობს.

- ლი­ზა, ვინ უნ­და გა­მოხ­ვი­დე?

- დი­ზა­ი­ნე­რი, მაგ­რამ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი მა­მას არ მოს­წონს. ძა­ლი­ან ბევ­რი კა­ბის ეს­კი­ზი მაქვს და­ხა­ტუ­ლი. ერ­თი ბლოკ­ნო­ტი მაქვს, სა­დაც ვხა­ტავ. ერ­თხელ პო­დი­უმ­ზეც გა­მო­ვე­დი, ავ­თო ცქვი­ტი­ნი­ძის შე­კე­რი­ლი სა­მო­სი მეც­ვა. სკო­ლა­ში თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბას გვას­წავ­ლი­ან. ერ­თი წე­ლია ვსწავ­ლობ და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შევ­ქმე­ნი. დამ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს სა­მი პა­ტა­რა ხა­ლი­ჩა, ერ­თი სა­აღ­დგო­მო თე­მა­ტი­კას ასა­ხავს, ასე­ვე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მაქვს სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხი, შარ­ფე­ბი. ძა­ლი­ან რთუ­ლია თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბა, ერ­თი შეც­დო­მაც რომ და­უშ­ვა, ჩათ­ვა­ლე, რომ ტყუ­ი­ლად იშ­რო­მე.

- გა­მო­ფე­ნა ხომ არ გქო­ნი­ა?

- დი­ახ, ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა სკო­ლა­ში მშობ­ლე­ბის­თვის გა­მო­ფე­ნა მო­აწყ­ო, ჟი­უ­რი­მაც შე­ა­ფა­სა ბავ­შვე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი. შე­ქე­ბა მეც და­ვიმ­სა­ხუ­რე (ი­ღი­მის).

- პირ­ვე­ლად რა და­ამ­ზა­დე?

- ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო შარ­ფი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­ცა რა­მეს აკე­თებ, ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დე­ბა, მეც ასე ვარ. ჩემს ნა­მუ­შევ­რებს გა­სა­ჩუ­ქებ­ლად ვერ ვი­მე­ტებ (ი­ცი­ნის).

- კითხ­ვა გიყ­ვარს?

- ახ­ლა ორ წიგნს, "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვალ­ს" და "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ონს" ერ­თად ვკითხ­უ­ლობ. ერ­თი სკო­ლის და­ვა­ლე­ბა­ა, მე­ო­რე კი ჩე­მი სურ­ვი­ლით ავირ­ჩი­ე.

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა არ გინ­და?

- მა­გა­ზეც ვფიქ­რობ. მა­მი­კო სულ მა­რი­გებს, თუ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას გა­დავ­წყვეტ, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და ვის­წავ­ლო, წა­ვი­კითხო ბევ­რი წიგ­ნი და მი­ვი­ღო კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, მი­სი რჩე­ვე­ბი ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი­ა.

- ვინ არის შე­ნი საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტი?

- ეკა სამ­ხა­რა­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ისე, ბევ­რი მომ­წონს და მიყ­ვარს. მე და დე­და ხში­რად ვუ­ყუ­რებთ "ვა­ნოს შო­უს" და კარ­გა­დაც ვხა­ლი­სობთ ხოლ­მე. "რუს­თა­ვი 2-ზე" "ნი­ჭი­ერს" ვუ­ყუ­რებ­დი, კარ­გი გა­და­ცე­მა იყო. დრა­მერ­სა და პი­ა­ნისტს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. მუ­სი­კა მომ­წონს, მა­მას სურს ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა ვის­წავ­ლო, მაგ­რამ მე ვყოყ­მა­ნობ.

- ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი?

- (იცი­ნის) ეგ ჯერ არ არის და­ზუს­ტე­ბუ­ლი.

- უკ­ვე და­ა­ზუს­ტეს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­ა. ინა­უ­გუ­რა­ცია რა არის?

- არ ვი­ცი.

- არ­ჩევ­ნე­ბი?

- სა­დაც ხალ­ხი თა­ვის "კუ­მირს" ხმას აძ­ლევს. გა­მახ­სენ­და, ერ­თხელ ვარ ნამ­ყო­ფი არ­ჩევ­ნებ­ზე.

- ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი?

- გე­ფი­ცე­ბით, არ ვი­ცი, ვინ რას აკე­თებს, რას საქ­მი­ა­ნობს. სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებ "კუ­რი­ერს".

- ლი­ზა, აქ­ცია რას ნიშ­ნავს?

- რო­ცა ფა­სე­ბია და­ბა­ლი. კი­დევ ბევ­რი ხალ­ხი ერ­თად რომ დგას და რა­ღა­ცებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მა­გა­საც ნიშ­ნავს.

- ფუ­ლი რის­თვის სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს?

- საკ­ვე­ბი რომ იყი­დოს. ქუ­ჩა­ში ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი­ა, ვი­საც ფუ­ლი არა აქვს და უჭირს. მე რომ მდი­და­რი ვი­ყო, უსახ­ლკა­რო­ებს სახლს ავუ­შე­ნებ­დი, შევ­ქმნი­დი სა­მუ­შა­ო­ებს. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ფულს კი არ მივ­ცემ­დი, და­ვა­საქ­მებ­დი და ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ თვე ექ­ნე­ბო­დათ ხელ­ფა­სი, სა­კუ­თა­რი ფუ­ლი. რო­გორც მე მაქვს სამ­სა­ხუ­რი.

- სად მუ­შა­ობ?

- მა­მი­კოს მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ში "მა­ზერ­ქე­ა­ში" შა­ბათ­-კვი­რას ადა­მი­ა­ნებს სა­მო­სის შერ­ჩე­ვა­ში ვეხ­მა­რე­ბი, შემ­დეგ ფულს მიხ­დი­ან და მეც არ ვხარ­ჯავ. სას­წავ­ლებ­ლად ლონ­დონ­ში მინ­და წას­ვლა, ჰო­და ამის­თვის ფულს უკ­ვე ვაგ­რო­ვებ.

- მა­მა ბრა­ზი­ა­ნი­ა?

- კი (ი­ცი­ნის), დე­ი­დამ სა­ბერ­ძნე­თი­დან სკე­იდ­ბორ­დი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და შინ სკე­იდ­ბორ­დით ვერ­თო­ბი ხოლ­მე. ჰო­და, შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი ნივ­თი ზი­ან­დე­ბა, ტყდე­ბა, ამი­ტომ ბრა­ზობს ხოლ­მე. მა­მი­კო გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს.

- ვი­ცი, რომ მა­მი­კოს გარ­და, მოგ­ზა­უ­რო­ბაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს...

- დი­ახ. ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ყა­ვი სექ­ტა "გა­და­რე­უ­ლებ­თან" ერ­თად.

- სექ­ტა გა­და­რე­უ­ლე­ბი რას ნიშნავს?

- არ­სე­ბობს სექ­ტა, სა­ხე­ლად "გა­და­რე­უ­ლე­ბი" და ეს სექ­ტა "რუს­თა­ვი 2"-ზე მუ­შა­ობს. მი­სი წევ­რე­ბი არი­ან: მა­მი­კო, მე, დე­დი­კო, ეკა სამ­ხა­რა­ძე მი­სი შ­ვი­ლი ლი­ზა და "რუს­თა­ვი 2-"ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ქე­თი ქე­ბა­ძე. სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეგ­ვიპ­ტე­ში გა­და­რე­უ­ლე­ბი­ვით ვიქ­ცე­ო­დით, ვგი­ჟობ­დით. ერ­თად რო­ცა ვიკ­რი­ბე­ბით, ისევ ვხა­ლი­სობთ ხოლ­მე.

- გა­და­რე­უ­ლე­ბი ვინ შე­გარ­ქვათ?

- ეკას შვილ­მა ლი­ზამ. ე­კას ნო­მერ­ში ხვლი­კი შე­უ­ვარ­და, მე და მა­მა და­სახ­მა­რებ­ლად რომ მივე­დით, სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა ხვლი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპრეი შემთხვევით მე და ლი­ზას სა­ხე­ში შეგ­ვეს­ხა. მა­მი­კო ძა­ლი­ან გაბ­რაზდა და იქ ისე­თი ამ­ბე­ბი და­ატ­რი­ა­ლა, სულ და­ჟე­ჟა იქა­უ­რე­ბი. ეგ­ვიპ­ტე­ში ვნა­ხე, სფინ­ქსი და პი­რა­მი­დე­ბი. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ვე­ნეცი­ა­ში, პა­რიზ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში.

თეკლა ტუღუში

გაზეთი "ყველა სიახლე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება