ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ

ნატალი პორტმანს ებრაელები დაუპირისპირდნენ

ებრაული წარმოშობის ჰოლივუდის კინოვარსკვლავს ნატალი პორტმანს თანამემამულეები უპირისპირდებიან.

იერუსალიმის ცენტრალური რაიონის, ნაჰლაოტის მცხოვრებნი მსახიობს სადებიუტო კინოსურათის იერუსალიმში გადაღების საშუალებას არ აძლევენ.

პორტმანმა თავისი პირველი ფილმის გადასაღებ მოედნად სწორედ იერუსალიმი შეარჩია, რადგან სიუჟეტი ამ უძველეს ქალაქში ვითარდება. ადგილობრივ მოქალაქეებს ეს იდეა არ მოსწონთ და მეტიც, აცხადებენ, რომ გადამღებ ჯგუფს ნაჰლაოტის ქუჩებში "ფეხს არ დაადგმევინებენ".

იერუსალიმის მერიაში უკვე შევიდა კოლექტიური განცხადება, სადაც ქალაქის მთავრობის მიერ გადაღებებზე ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. პარალელურად რაიონის ქუჩები საპროტესტო წარწერებითა და გრაფიტებით აჭრელდა.

ნაჰლაოტი, ძირითადად, ულტრაორთოდოქსი ებრაელებით არის დასახლებული, რომლებიც ძალიან ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. მათ სახლებში ტელევიზორი და უცხოელი ავტორების წიგნებიც კი არ აქვთ. სტუმრების მოლოდინში ქალებს წინასწარ აფრთხილებენ, რომ მოკრძალებულად ჩაიცვან. მამაკაცების უმრავლესობა სემინარიაში სწავლობს და არასრული სამუშაო გრაფიკით საქმიანობს. სავარაუდოდ, მათი პროტესტის მიზეზიც ესაა - არ სურთ თავინთ უბანში უცხოელები შეიჭრან და სიმყუდროვე ქაოსმა შეცვალოს.

ნაჰლაოტის მცხოვრებნი უკმაყოფილონი არიან იმითაც, რომ წინასწარ არ გააფრთხილეს მათ სახლებთან, სემინარიასა და სინაგოგასთან ახლოს რომ გადამღები ჯგუფები გამოჩნდებოდნენ. გარდა ამისა სცენართან გაცნობას მოითხოვენ, რათა მასში უხამსი სცენები და ფრაზები არ "გაიპაროს".

ნატალი პორტმანი მამით ებრაელი, დედით კი ამერიკელია. ის გადამღებ ჯგუფთან ერთად იერუსალიმში გასულ კვირას თავისი პირველი ფილმის "თქმულება წყვდიადსა და სიყვარულზე" - გადასაღებად ჩავიდა. სცენარი ებრაელი მწერლის ამოს ოზის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა, სადაც ჯერ კიდევ ისრაელის დაარსებამდე პერიოდის ამბებია მოთხრობილი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება