მადამ ტუსოს მუზეუმს სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა შეემატა

მადამ ტუსოს მუზეუმს სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა შეემატა

ჰოლივუდის მსახიობ სანდრა ბალოკის ცვილის ფიგურა დაამზადეს. 49 წლის მსახიობის ცვილის ასლის ნახვა ჰოლივუდის მადამ ტუსოს მუზეუმში ორ კვირაში იქნება შესაძლებელი.

ბალოკის ფიგურას ელეგანტური წითელი კაბა ამშვენებს, ხელში ჩანთა უჭირავს და შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.

სანდა ბალოკის ფიგურა მერლინ მონროს, ოდრი ჰეფბერნის, ლედი გაგას, ჯენიფერ ენისტონის, ჯონი დეპის, უილ სმიტის და სხვა ვარსკვლავების უკვე არსებული ცვილის ასლების გვერდით დადგამენ.

ამავე დროს, მადამ ტუსოს მუზეუმიდან ჯასტინ ბიბერის ფიგურა აიღეს, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისმა თაყვანისმცემლებმა ისე დააზიანეს, რომ მას განახლება სჭირდება.

მომზადებულია exposay.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება