ჯაბა ქარსელაძე - "საკუთარი ჰარემი უნდა გყავდეს!.."

ჯაბა ქარსელაძე - "საკუთარი ჰარემი უნდა გყავდეს!.."

ჯაბა ქარსელაძე პარიზში დოქტორანტურაში სწავლობს. რომ დაამთავრებს, უნდა, რომ თბილისში დაბრუნდეს, თუკი თავისი შესაძლებლობების ფართოდ გამოვლენის საშუალება ექნება. თუ არადა, ფიქრობს, რომ არ გაუჭირდება საზღვარგარეთ კარგი სამსახურის მოძებნა.

საფრანგეთში სწავლის პარალელურად ახერხებს, საკუთარ გარეგნობაზეც იზრუნოს. ვისაც ის დიდი ხანია არ გინახავთ, სასიამოვნოდ გაოცდებით, რადგან ჯაბამ ერთ წელიწადში საკუთარ სხეულს სულ სხვა ფორმები შესძინა, ვიდრე ადრე ჰქონდა. ახლახან "პროფილში"მაიკლ ჯეკსონის სიმღერა შეასრულა. გადაცემას, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი დის შვილიშვილთან ერთად ესტუმრა.

- ექვსი თვეა პარიზში ვცხოვრობ. მანამდეც აქ ვიყავი, მაგრამ მერე წელიწად-ნახევრით სასწავლებლად პრაღაში გადავინაცვლე. საფრანგეთში დავბრუნდი იმიტომ, რომ ამერიკულ უნივერსიტეტში დოქტორანტურისთვის მომცეს დაფინანსება. სიხარულით დავთანხმდი. მთხოვეს, მალე ჩამოვსულიყავი პრაღიდან. სამ დღეში მოვახერხე გადმობარგება. ბინის შოვნა ძალიან რთულია, რადგან გარანტორი უნდა გყავდეს. აქაური მეგობრები უარს არ მეტყოდნენ, მაგრამ ყველაფერი ჩემით მოვაგვარე, არავინ შემიწუხებია. ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ჩემი დიპლომატიით მოვახერხე ბინის დაქირავება და ევროპულმა გარეგნობამაც ხელი შემიწყო, რადგან არაევროპული გარეგნობის ხალხზე არ უყვართ ბინების გაქირავება.

- მგონი, ძალიან ცოტაა ქართული შოუბიზნესიდან ისეთი ადამიანი, რომელმაც სწავლა ამჯობინა ამ სფეროში დარჩენას.

- მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ სიმღერა ჩემთვის მეორადი პროფესია იყო და არის. ჩემი მიზანი შოუბიზნესში შემოსვლა და წასვლა არ ყოფილა. ჟურნალისტების დამსახურებით და ალბათ, ჩემი პიროვნებიდან, საინტერესოობიდან გამომდინარე, ვინარჩუნებ გარკვეულ ადგილს ამ სფეროში. რადგან ვსწავლობ, იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერას ბოლომდე ჩამოვშორდი. ყოველთვის ვცდილობ, სიმღერაც ჩავწერო და საზოგადოებას წარვუდგინო. "პროფილში" მაიკლ ჯეკსონის სიმღერა შევასრულე, რაც ძალიან რთული საქმეა და ამ მომღერლის რეპერტუარს არავინ ჰკიდებს ხოლმე ხელს. ეს მუსიკოსი ძალიან მიყვარს და თავს მივეცი უფლება, მისი სიმღერის ჩემებური ვერსია ჩამეწერა. ეს სიმღერა 1992 წელს ჩაიწერა და მიეძღვნა მზრუნველობას მოკლებულ, დაავადებულ ბავშვებს. ძალიან თბილი სიმღერაა. მე რომ სხვა სი-მღერა შემესრულებინა, ალბათ, სხვა ამბიცია იქნებოდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა ტიპისაა. მეგაპოლისებში უფრო კარგად ჩანს ეს პრობლემა, როგორ უჭირთ ადამიანებს. პარიზში ვხედავ ბავშვებს, როგორ სძინავთ ქუჩაში პლედებით. სხვაა, როცა იცი, რომ ხალხს უჭირს და მეორეა, როცა თავად ხედავ. ამიტომ წამომივიდა სხვა ემოცია და ჩავწერე სიმღერა მათთვის, ნებისმიერი ეროვნების გაჭირვებული ადამიანებისთვის, იმ ქართველი პატარებისთვის, რომლებსაც რაიმე სახის პრობლემა აქვთ.

რაც შეეხება ნამღერს, ვფიქრობ, თბილი ხმით გამოვირჩევი. ამას ჩემი კოლეგებიც მეუბნებიან და ხალხიც. რასაც ვმღერი, გულით ვასრულებ და ალბათ, ეს არის მთავარი კოზირი. საქართველოში, სამწუხაროდ, მომღერალს მხოლოდ დიდი დიაპაზონით აფასებენ. შესაძლოა, არ მაქვს კარგი მაღალი ბგერები, მაგრამ ისე დაბლა ჩავდივარ, რაც ბევრ მომღერალს არ შეუძლია.

როცა საქართველოში ჩამოვდივარ და რომელიმე გადაცემას ვსტუმრობ, აუცილებლად მიმაქვს ახალი სიმღერა და მირჩევნია, წელიწადში ერთი გავაკეთო და ხარისხიანი, ვიდრე ათი და უხარისხო.

- ამ სიმღერაზე იმდენი ილაპარაკე, როგორც ჩანს, მაინც ელოდები კრიტიკას, აი, ჯეკსონი შეასრულაო.

- ველოდები და კრიტიკა უფრო მაძლიერებს. არ მინდა, თავის ქებად ჩამომართვან, მაგრამ რაც რეალობაა, ვერ გავექცევი. როცა ბაკალავრი გახლდით, ვმღეროდი "სახეს ნუ მალავ". მაგისტრობისას სხვა ტიპის სიმღერები ჩავწერე, მაგალითად, ძალიან სერიოზული კომპოზიცია "Belle". დოქტორანტურაში გადასულმა კი, რომელიც ყველაზე სერიოზული საფეხურია ხარისხის თვალსაზრისით, სიმღერაშიც ბოლო ეტაპია იმ მხრივ, რომ ჯეკსონის სიმღერაზე მაგარს ვეღარ ვიმღერებ. ზუსტად ათი წელი გავიდა, რაც მე და ბუკამ დუეტი შევასრულეთ. ათი წელი, მგონი, საკმარისია, რომ შენი სათქმელი თქვა. მგონია, ამ ეტაპზე მაქსიმუმი გავაკეთე. ძალიან ვინერვიულე. ჯეკსონის ეს სიმღერა რთული შესასრულებელია, მაგრამ დამეხმარნენ მეგობრები, რომლებიც ბექვოკალშიც იყვნენ. კლიპის გადაღებაზე არც მიფიქრია, რადგან ეს უკვე თავხედობა იქნებოდა. სატელევიზიო ვერსია ძალიან თბილი გამოვიდა. ბავშვებთან ერთად გამოვედი. მათ შორის, ჩემს დის შვილიშვილთან ერთად, ანუ ბაბუა გამოვდივარ (იღიმის). ჩემს დასა და ჩემ შორის 12-წლიანი სხვაობაა. ჩემი დისშვილი 21 წლისაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: ათლეტური აღნაგობა - ჯაბა ქარსელაძის ახალი, ევროპული იმიჯი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება