ჩარლი შინი პორნოვარსკვლავზე ქორწინდება

ჩარლი შინი პორნოვარსკვლავზე ქორწინდება

ჰოლივუდის მსახიობმა, ჩარლი შინმა მეოთხედ დაქორწინება გადაწყვიტა. მსახიობმა ცოლობა პორნოვარსკვლავ ბრეტ როსის სთხოვა.

"ჩვენ დავინიშნეთ, მან, როგორც ჯელტმენმა, ჩემს წინაშე მუხლიც კი მოიყარა. ამას მისგან არ ველოდი. შესანიშნავი ვალენტინობის დღე გვქონდა. დილით ადრე, როდესაც ერთად გათენებას შევხვდით, ხელი მთხოვა. ბეჭედი კლასიკურია, ძალიან ლამაზი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო, იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეორე ნახევარია",- უამბო ჟურნალისტებს საპატარძლომ.

პორნომსახიობისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის რომანის შესახებ ცნობილი 2013 წლის ნოემბერში გახდა.

მსახიობი ადრე მსახიობებზე - დონა პილზე, დენიზ რიჩარდსზე და ბრუკ მიულერზე იყო დაქორწინებული. მას ოთხი შვილი ჰყავს.

მომზადებულია E! Online-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება