სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით დასრულდა. მართალია, წყვილმა გადაწყვიტა ჯვრისწერა პრესისთვის საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ.
ნანუკა ჟორჟოლიანი გვპირდებოდა, რომ მათ ჯვრისწერას ექსკლუზიურად მის გადაცემაში ვნახავდით, მაგრამ სოციალური ქსელი და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოები უკვე მეორე დღეა სალომე და გიორგის ქორწილის ფოტოებმა დაიპყრო და ცეკვის ვიდეოებიც კი გავრცელდა.
მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძესა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი. ამიტომ გიგის ტელეფონზე დავურეკეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- გიგი, სალომეს და გიორგის ქორწილი რომ ჰქონდათ, ალბათ გაიგეთ?
- კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მე და სალომე როცა შეყვარებულები ვიყავით, მაშინ რომ სვამდით ჩვენს შესახებ კითხვებს, გასაგები იყო, მაგრამ ახლა მათ თავიანთი ოჯახი აქვთ და წარმატებები მათ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება