ეშმაკის პერსონაჟი, რომელიც ბარაკ ობამას ჰგავდა, ფილმიდან ამოიღეს

ეშმაკის პერსონაჟი, რომელიც ბარაკ ობამას ჰგავდა, ფილმიდან ამოიღეს

მაყურებელმა ამერიკულ ტელესერიალ "ბიბლიაში" ეშმაკის როლის შემსრულებელი, მსახიობი მუჰამედ მეჰდი ოუზანი აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მიამსგავსა.

პროდუსერების - რომა დოუნისა და მარკ ბურნეტის გადაწყვეტილებით, ახალ ფილმში, რომელიც ტელესერიალს ეფუძნება, მუჰამედ მეჰდი ოუზანი მონაწილეობას აღარ მიიღებს. მათ ახალ ფილმში, რომელსაც "ღმერთის შვილი" ჰქვია, ეშმაკის პერსონაჟი ამოიღეს.

"ახალი ფილმი იესოზე, ღმერთის შვილზეა და ეშმაკისთვის ეკრანზე გამოჩენის საჭიროება აღარ არის. ვიღაცამ დააკომენტარა, რომ მსახიობი, რომელიც ეშმაკს განასახიერებდა, ჩვენს პრეზიდენტს ჰგავდა. ამ კომენტარმა მეორე დღეს სოციალური ქსელები დაიპყრო და ადამიანები ეშმაკზე უფრო მეტს საუბრობდნენ, ვიდრე იესოზე", - განაცხადა რომა დოუნმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ შარშან ბლოგერები და სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ ობამა და ეშმაკის როლის შემსრულებელი ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. ამ საკითხზე პროდუსერებს ოფიციალური კომენტარის გაკეთება მოუწიათ.

"ჩვენი პრეზიდენტი გვიყვარს და პატივს ვცემთ, ის ქრისტიანია", - განმარტეს შარშან პროდუსერებმა.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება