მეთ დეიმონმა ბენ აფლეკს საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა

მეთ დეიმონმა ბენ აფლეკს საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა

ჰოლივუდის მსახიობ მეთ დეიმონს იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ამ დღეებში იგი მეგობრებს, ბენ აფლეკსა და ჯიმი კიმელს გაეხუმრა და ფაქსით საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა.

43 წლის მსახიობმა ამგვარად მეგობრებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებაზე თავშეკავების გამო ხუმრობისთვის სამაგიერო გადაუხადა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯიმმა ღამის თოქ-შოუ Jimmy Kimmel Live-ში საქველომოქმედო აუქციონის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, აუქციონში აფლეკი და დეიმონი არიან ჩართულნი. ბენმა ჯიმის "ტვიტერის" გვერდზე მას მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, მეგობრებო. და @easterncongo და @water, მადლობას გიხდით. მეთ აქ ხარ? ფაქსით დაგიკავშირდები",- დაწერა ბენმა ტვიტერში და მიუთითა, რომ დეიმონმა "ტვიტერის" გამოყენება არ იცის.

თავის მხრივ, მეთმა ხუმრობა აიტაცა და მეგობრებს ფაქსით საკუთარი საჯდომის ფოტო გაუგზავნა. მას წარწერაც დაურთო: "ძვირფასო ბენ და ჯეიმ, აი, თქვენ ჩემი ფაქსი, მ.დ."

ჯიმმა არ დაიზარა, გზავნილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ბენს მიმართა: "ბენ აფლეკ, ნახე, მეგობარმა მეთმა რა გამოგვიგზავნა?"

აღსანიშნავია, რომ თავად მეთი კოლეგების ხუმრობის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, მისმა მეგობარმა ჯორჯ კლუნიმ, რომელმაც იცოდა, რომ დეიმონს წონაში დაკლება უნდოდა, კოსტუმერი დაარწმუნა, რომ ყოველდღიურად მეთის კოსტუმები რამდენიმე მილიმეტრით ჩაევიწროვებინა.

ამასთან, თავად ჯორჯი დაუზარებლად აღნიშნავდა, რომ მეგობარი ყოველდღიურად იმატებდა. მეთმა რაციონსაც გადახედა და სავარჯიშო დარბაზშიც ხშირად დადიოდა, მაგრამ კოსტუმი მაინც უჭერდა. კლუნს ჩადენილი "დანაშაული" ერთ-ერთ ინტერვიუში რომ არ ეღიარებინა, მეთი სიმართლეს ვერ გაიგებდა.

მომზადებულია exposay.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება