"კატო" და "კოტე"- ახალი დუეტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

"კატო" და "კოტე"- ახალი დუეტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგან

"ცეკვავენ ვარსკვლავების" შემოქმედებითი ჯგუფი ახალი პროექტისთვის ემზადება. ცეკვიდან ახლა სიმღერაზე გადავიდნენ და "ორი ვარსკვლავის" საშუალებით, ცნობილი ადამიანები უნდა აამღერონ. მათგან ერთ-ერთი, მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეა. მას პარტნიორობას მსახიობი და მომღერალი ნიკო ბერიძე გაუწევს.

ნინოს ძალიან მოსწონს პროექტი და მონდომებით ემზადება, რომ მაყურებლის წინაშე ახალ ამპლუაში ღირსეულად წარსდგეს:

- ამ პროექტამდე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ სამეჯლისო ცეკვები არ მიზიდავს და თან, ამ ყველაფერს სერიოზული ფიზიკური მომზადებაც უნდა, უარი ვუთხარი. ერთი სიტყვით, არ ვიყავი "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" მომზადებული. რაც შეეხება პროექტს - "ორი ვარსკვლავი," ჩემი მეგობრებისგან (კოტე თოლორდავა და განო მელითაური) გავიგე. განომ მითხრა, მასში კოტე მონაწილეობს და კარგი იქნება, თუ შენც მიიღებ მიწვევას ამ პროექტიდან და ჩაერთვებიო. ამ თემაზე დასრულებული არ გვქონდა ლაპარაკი, რომ "იმედიდან" დამირეკეს და "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა შემომთავაზეს: იქნებ დაფიქრდეთო. იმის გამო, რომ სიმღერასთან "მეგობრული" დამოკიდებლება მაქვს, ბავშვობაში გუნდში ვმღეროდი, მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული,მოლედ, უარი არ მითქვამს და არც ბევრი მიფიქრია.

- ამასთან, მუსიკოსის შვილიც ხართ (მამა გივი გაჩეჩილაძე).

- კი და მუსიკოსის დაც ვარ (თაკო გაჩეჩილაძე) და როგორც უკვე ვთქვი, მუსიკასთან მქონდა შეხება, მაგრამ დიდი ხანია, არ მიმღერია. ამიტომ ჩემი ხმის იოგები დასამუშავებელია, რისთვისაც ახლა უკვე ბევრს ვმუშაობთ. რაც მთავარია, მყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე, ნიკო ბერიძე. იმის გამო, რომ ბათუმში ცხოვრობს, "აჭარის ტელევიზიაში" მუშაობს, ახლა აქ არ არის, მაგრამ ორ დღეში ჩამოვა. ნიკო მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლში - "ქეთო და კოტე" მონაწილეობდა და კოტეს პარტიას ასრულებდა.

- "ჯეოსტარის" კონკურსანტიც იყო.

- კი და მახსოვს, რომ ვგულშემატკივრობდი. გული დამწყდა, პროექტი ადრე რომ დატოვა. ახალ რაც შეეხება ჩვენს დაწყვილებას და პარტნიორობას, მგონია, რომ ცუდი დუეტი არ უნდა გამოვიდეს. ნიკო მაღალ დონეზე შეასრულებს სიმღერებს და ღირსეულ პარტნიორობას გამიწევს.

- ძალები ერთად უკვე მოსინჯეთ?

- ჯერჯერობით მხოლოდ "სკაიპის"დახმარებით, ვინაიდან აქ არ არის. ზეგ უკვე თბილისში იქნება და პირველ რეპეტიციას გავივლით.

- როგორ გგონიათ, ადვილად დაძლევთ ნებისმიერი ჟანრის მუსიკალურ ნამუშევარს?

- მაგალითად, ქალაქური ჟანრისგან შორს ვარ, რადგან მუსიკის ეს მიმართულება დიდად არ აღმაფრთოვანებს, მაგრამ შევეცდები, რომ მაქსიმალური ცოდნა გამომავლინო. რაც მთავარია, ისეთი კარგი პედაგოგები გვყავს (რუსა მორჩილაძე, ნინო გულიაშვილი და ქეთი გაბისიანი), რომ ამით აღფრთოვანებული ვარ. ბევრს გვავარჯიშებენ და ზედ გვყვებიან. მათი დახმარების დიდი იმედი მაქვს. როდესაც პარტნიორისა და პედაგოგისგან ხელშეწყობა გაქვს, ნაკლებად გეშინია. მთავარია, ასევე მაყურებლის მხარდაჭერაც...

მეუბნებიან, მაყურებელს მოენატრეო და თუ მოვენატრე, აი, ახლა გამოვჩნდები ეკრანზე. იმედი მაქვს, რომ დაგვიმესიჯებენ.

- ისე, შენი "კატო" მართლა ძალიან უყვართ...

- კი, ვიცი და მადლობელი ვარ ამისთვის. მოკლედ, ჩემი მაყურებლის იმედი მექნება, ასევე კომპეტენტური ჟიურისაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რამდენ ტურს გადავლახავთ, არ ვიცი. ეს ღმერთმა გადაწყვიტოს.

- თქვენს შანსებს კონკურსის მსვლელობისას განსაზღვრავს ის კონკრეტული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდებით და როგორც წარმოაჩენთ საკუთარ თავებს.

- რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც მთავარია, სცენაზე არ უნდა დავიბნეთ, დაბნევა არ მჩვევია, 21 წლიდან სცენაზე ვდგავარ, თუ არ ჩავთვლით, ბავშვობაში პატარა კონცერტებს, რომლებშიც ვმონაწილეობდი. 2003 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, მაგრამ ეს ცოტა სხვა სფეროა, სხვა სცენასთან გვაქვს საქმე. მომღერლის ამპლუაში თუ არ დავიბნევი, კარგია. შევეცდები მაქსიმალურად მოვიკრიბო ენერგია, ყურადღება და ვაჩვენო საუკეთესო შედეგი.

- მამამ რა გითხრა?

- მამაჩემი ჩემს ყოველ ახალ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. როდესაც ამ პროექტის შესახებ ვუთხარი, გაეცინა, მანდ რა უნდა გააკეთოო? მაგრამ დედაჩემმა და ჩემმა დამ, თაკომ მხარი ამიბეს, თაკო ჩემს შესაძლებლობებში მეტად არის დარწმუნებული. მამაც მეხმარება რაღაცებში, მაგრამ ხომ გითხარით, აღტაცებით არ შეხვედრია ამ ყველაფერს, თუმცა დედაჩემისგან მეტი მხარდაჭერა მაქვს.

- ასე რომ, "კატო"ამღერდა...

- კი, "კატო" "კოტესთან" ერთად ამღერდა (სიცილით ამბობს). ეს იქნება "კატო და კოტეს" ძალიან სახალისო დუეტი. ორივე შევეცდებით, მაყურებელს იმედები არ გავუცრუვოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება